08:04 23 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
დაღუპული დელფინი

ჰოლანდიელი მეცნიერები დელფინების დაღუპვის მიზეზების დადგენაში დაგვეხმარებიან

© FB / National Environmental Agency
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს სამეცნიერო ცხოვრება (18)
26 0 0

ბათუმში ჩატარდება კონფერენცია "ზღვის ძუძუმწოვრების დიაგნოსტიკა და ეკოლოგია".

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. ჰოლანდიელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს შავ ზღვაში მობინადრე დელფინების დაღუპვის მიზეზების დადგენაში დაეხმარებიან, აღნიშნულია თბილისის ზოოპარკის პრეს-სამსახურის განცხადებაში.

საერთაშორისო სემინარში "ზღვის ძუძუმწოვრების დიაგნოსტიკა და ეკოლოგია" თბილისის ზოოპარკის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის დელფინარიუმის სპეციალისტები და ჰოლანდიელი მეცნიერები მიიღებენ მონაწილეობას. სემინარი ბათუმში 12-13 ოქტომბერს ჩატარდება.

სემინარის მიზანია ძუძუმწოვრების პოპულაციის კვლევა, დაავადებების კონტროლი და დიაგნოსტირების განვითარება. სემინარის ფარგლებში ჰოლანდიელი სპეციალისტები ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ.

ბოლო პერიოდში საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე გახშირდა დელფინების გამორიყვის ფაქტები. გამომწვევ მიზეზებს სხვადასხვაგვარად ხსნიან, მათ შორისაა მასობრივი დაავადებების ვერსია.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ დელფინების გამორიყვის მიზეზების დასადგენად საფუძვლიანი სამეცნიერო მუშაობაა საჭირო. სწორედ ამ მიმართულების განვითარებისთვის დაუკავშირდნენ ერთმანეთს ქართველი და ჰოლანდიელი სპეციალისტები.

"ეს ჰოლანდიელ მეცნიერებთან თანამშრომლობის პირველი ეტაპია. სამომავლოდ, ცოდნის გაღრმავებისა და გამოცდილების გაზიარების გარდა, თანამედროვე ლაბორატორიის გაკეთებასაც ვგეგმავთ, რასაც გადამწყვეტი როლი ექნება საქართველოში ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სამეცნიერო-კვლევითი მიმართულების განვითარებაში", — განაცხადა თბილისის ზოოპარკის დირექტორმა, ილიაუნის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა ზურაბ გურიელიძემ.

შავი ზღვის სანაპიროზე, განმუხურიდან სარფამდე მიმდინარე წლის დასაწყისიდან ნაპირზე 57 დელფინი გამორიყა, რომლებიც, შესაძლოა, მორბილივირუსული ინფექციის გამო დაიღუპნენ. ამ დაავადებას სხვაგვარად დელფინების ჭირს უწოდებენ.

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს: პირველი — ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ძუძუმწოვრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან; მეორე — ეს არის პათოლოგიები, რომლებიც დაავადებებსა და ინფექციებს უკავშირდება; მესამე — სანავიგაციო ტრავმა, როდესაც ისინი გემებს, კატარღებს ეჯახებიან და კვდებიან; და მეოთხე მიზეზი — თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრა.

შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების დაღუპვის ძირითადი მიზეზი, რაც სპეციალისტებმა შეისწავლეს, პათოლოგიებია. დაავადებებისა და ინფექციების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ზღვის დაბინძურებას უკავშირდება.

თემები:
საქართველოს სამეცნიერო ცხოვრება (18)

მთავარი თემები