საქართველოს ტერიტორიული წყლები სამმა გემმა ფეკალიებით დააბინძურა

© photo: Sputnik / Stringerფოთის პორტი
ფოთის პორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გემების კაპიტნებს გამოეწერათ ჯარიმა თითოეულს 65 ათასი ლარის ოდენობით.

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შსს-ს საზღვრის დაცვის პოლიციისა და გარემოსდაცვითი დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქვეყნის ტერიტორიული წყლების დაბინძურების სამი ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

მალტისა და მარშალის კუნძულების დროშით მცურავმა გემებმა ფოთის, ხოლო ხორვატიის დროშით მცურავმა გემმა სუფსის ნავსადგურში სამეურნეო-ფეკალური წყლები ჩაღვარეს.

გემების კაპიტნებმა თითოეულმა 65 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა და ასევე გარემოსათვის მიყენებული ზიანის თანხა უნდა გადაიხადონ.

გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს ჯარიმის გადახდის შემდეგ დატოვებენ.

ყველა ახალი ამბავი
0