ბაკურიანმა პირველ ქართულ კინოფორუმს უმასპინძლა

© photo : City of the Sun / FBკადრი ფილმიდან „მზის ქალაქი“
კადრი ფილმიდან „მზის ქალაქი“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
კინოტეატრ „დიდველში" ქართული ფილმების ჩვენება გაიმართა

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. 4-7 ოქტომბერს ბაკურიანში პირველი ქართული კინოფორუმი ჩატარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული კინოცენტრის Facebook-გვერდზე.

„ნახე პირველად ბაკურიანში" — ამ სლოგანით ეროვნული კინოცენტრის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს "მთის კურორტების განვითარების კომპანიის" ახალ პროექტს ჩაეყარა საფუძველი.

„ფორუმის მთავარი მიზანია, როგორც ქართული კინოს ასევე კურორტ ბაკურიანის პოპულარიზაცია, რადგან მთის კურორტების განვითარებისთვის აუცილებელია ზამთრის კურორტები ოთხივე სეზონზე იყოს დატვირთული. ქართული კინოს ფორუმი მთაში, კინოს კულტურის განვითარებასთან ერთად, შემოდგომის სეზონზე საკურორტო ზონის გაცოცხლებას შეუწყობს ხელს, რომელიც ერთი ორად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას", — ნათქვამია „საქართველოს მთის კურორტების კომპანიის" Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ფილმის გადაღება - Sputnik საქართველო
Golden Eye-ზე საუკეთესო კინო და ტელეოპერატორები დააჯილდოეს

ყოველ წელს ბაკურიანი ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებს და უახლეს ფილმებს უმასპინძლებს.

4-7 ოქტომბერს კინოთეატრ "დიდველში"გაიმართა ჩვენებები. სტუმრებმა იხილეს შემდეგი ქართული ფილმები: „დედე" (მარიამ ხაჭვანი), „ლუკა" (გია ბარაბაძე), „ხიბულა" (გიორგი ოვაშვილი), „სავარძელი" (ელდარ შენგელაია), „ნამე" (ზაზა ხალვაში), „საშიში დედა" (ანა ურუშაძე) და „მზის ქალაქი" (რატი ონელი).

კინოთეატრში ასევე ანიმაციური ფილმების ჩვენება შედგა.

6 ოქტომბერს გაიმართა კანის კინოფესტივალის პროგრამის „კრიტიკოსთა კვირეულის" კომისიის წევრისა და კინოკრიტიკოსის ოლივიე პელისონის ღია ლექცია.

დასასრულს გაიმართა პანელ-დისკუსია თემაზე — „ქართული კინოს ტენდენციები და კინოკრიტიკა დღეს".

კინოფორუმის მხარდამჭერები: სასტუმროების ქსელი „კრისტალი", სასტუმრო „ამადეუსი", კომპანია „არქტური", ბორჯომის მუნიციპალიტეტი, „შემოქმედებითი ევროპა", „შემოქმედებითი საქართველო“.

 

ყველა ახალი ამბავი
0