გამარჯობა, ჩემო თბილის ქალაქო! ნიუ-იორკში მოგეფერო მინდა...

© Sputnik / Levan Avlabreli"თბილისობა"
თბილისობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუსტად არავინ იცის, რამდენი თბილისელია ნიუ-იორკში, მაგრამ იქ მცხოვრებ ქართველებს შორის თბილისი ყველას რომ ეყვარება - ამაში დარწმუნებული ვარ. ამიტომ ბუნებრივია, თბილისობის ჩატარების სურვილი და ამბიცია ქვეყნისა და ზეიმის მოყვარულ ქართველებს ერთ მშვენიერ დღეს შორეულ ამერიკაში რომ გაუჩნდათ.

8 ოქტომბერს ყველაფერი ისე იქნება, როგორც ხდება: ქართული სიმღერა და ცეკვა, ტრადიციული ხელობის ნიმუშების გამოფენა, ქართული ღვინო და ხინკალი, ქართული სითბო და სიყვარულის გამოხატვის მხოლოდ ჩვენთვის დამახასიათებელი ექსპრესიული სცენები, განსხვავება იქნება ამერიკული მეგაპოლისის გარემო და მასზე მოსული ამერიკელები, რომლებიც პირველად ეზიარებიან ქართულ კულტურას და ჩვენებურ თბილისობას თავისებურად, მაგრამ იმედია, მაინც დაამუღამებენ…

,

მსგავსი მასშტაბით თბილისობის ჩატარება თავისუფლების ქვეყნის მთავარ ქალაქში ჯერ არავის გაურისკავს. ასეთი იდეა იქ არსებულ ორგანიზაცია „Georgian Union“-ის დამაარსებელს, ზვიად ზივზივაძესა და ქართული კულტურის ცენტრის „ფესვები” ხელმძღვანელს, ივანე გოდერძიშვილს გაუჩნდათ.

ბატონ ზვიად ზივზივაძეს ნიუ-იორკში დავუკავშირდით:

© FB / Maia Nikabadzeზვიად ზივზივაძე
ზვიად ზივზივაძე - Sputnik საქართველო
ზვიად ზივზივაძე

- ბატონო ზვიად, ასეთი მასშტაბური თბილისობა ნიუ-იორკში პირველად იმართება, მოგვიყევით როგორ მიდის მზადება?

— თავიდან მივედი კულტურის ცენტრის „ფესვები“ ხელმძღვანელთან — ივანე გოდერძიშვილთან და ჩემი გეგმების შესახებ ვუთხარი. მე ხელოვანი ადამიანი ვარ, ყოფილი მოცეკვავე და კულტურის ცენტრის დაარსების სურვილიც ამიტომ გამიჩნდა. თავის დროზე ვანოს ვთხოვე, რომ „ფესვების“ კულტურისა და სპორტის განყოფილებისთვის ეხელმძღვანელა. მოკლედ გადავწყვიტეთ, რომ ზეიმი ერთობლივი ძალით ჩავატაროთ. 8 ოქტომბერს, ამერიკაში ისეთი თბილისობა იქნება, როგორიც არასოდეს ყოფილა. ამ ეტაპზე „თბილისობის“ მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და გადატვირთული ვართ.

© FB / Vano Snoveliთბილისობის ანონსი ნიუ-იორკში
თბილისობის ანონსი ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
თბილისობის ანონსი ნიუ-იორკში

- რამდენადაც ვიცი, ადრე იყო მცდელობა, რომ ამერიკაში თბილისობა გამართულიყო, მაგრამ ეს მხოლოდ ვიწრო წრეში მოხერხდა. წელს სად ატარებთ და თუ არის ცნობილი ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას?

— დიახ, თბილისობა ერთხელ გაიმართა აქ, მაგრამ წლევანდელი თბილისობა მასშტაბური უნდა იყოს და ის ნიუ-იორკის Wolf's pond park-ში გაიმართება. მასში მონაწილეობის სურვილი ბევრმა გამოთქვა. ეს ზეიმი ამერიკის სხვადასხვა შტატში მცხოვრებ ქართველებს გააერთიანებს. ამ საქმეში დიანა ბაგრატიონის ფონდიც გვეხმარება. ზეიმზე ამერიკის სხვადასხვა შტატიდან 20 ქართული ანსამბლი ჩამოვა. გაიმართება აქ მცხოვრები მხატვრების ნახატებისა და დიზაინერების ნამუშევრების გამოფენა. ამ ღონისძიების ჩატარების ლიცენზია ოფიციალურად ავიღეთ და მასში ნიუ-იორკის ოფიციალური წრეებიც გვყავს ჩართული. საქართველოს საელჩოს სახელით მოსაწვევები გაეგზავნა ნიუ-იორკის მერიას. ისინი დახმარებას დაგვპირდნენ  და როგორც ხდება ხოლმე ასეთი ღონისძიების გამართვის დროს, დაცვის მიზნით ჩვენთან გამოაგზავნიან ადგილობრივი პოლიციის ხუთ მანქანას, სასწრაფოს და სახანძროს — ყველაფერი ისე იქნება, როგორც წესი და რიგია.

© FB / Vano Snoveliთბილისობის ანონსი ნიუ-იორკში
თბილისობის ანონსი ნიუ-იორკში - Sputnik საქართველო
თბილისობის ანონსი ნიუ-იორკში

- ბატონო ზვიად, ალბათ ეს ზეიმი ქართული კერძების გარეშე არ ჩაივლის…

— დიახ, ქართული სამზარეულო ჩვენი ტრადიციის ნაწილია. ზეიმზე ქართული სამზარეულო ტრადიციული კერძების დამზადების დემონსტრირება მოხდება. პარკში ერთ მხარეს გვინდა მწვადების შესაწვავი ადგილი გვქონდეს. ხალხის თვალწინ დავწურავთ ყურძენს, დავამზადებთ ელარჯს და ხინკალს. აქ არსებული ქართული რესტორნები მზა საჭმელს მოიტანენ. მსურველებს უფასო ავტობუსები მოემსახურება. ოდესელმა ებრაელებმა დაგვირეკეს და გვთხოვეს, ავტობუსში ადგილები შეგვინახეთო. პრომო-კლიპი უკვე გადავიღეთ, ბანერებიც დამზადებულია. კინოსტუდია ფოტოებს და ვიდეო მასალას გადაიღებს. მოკლედ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ნიუ-იორკის „თბილისობა“ ყველას დავამახსოვროთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0