საოპერო მომღერალმა თეონა დვალმა ორი ქორწილი გადაიხადა – იტალიასა და საქართველოში

© FB / Teona Dvaliთეონა დვალი
თეონა დვალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თავისი მეუღლე თეონა დვალმა ხუთი წლის წინ მოსკოვში გაიცნო.

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თეონა დვალი გათხოვდა, მისი რჩეულია იტალიელი მეწარმე ჯაკომო რაკუნო.

თავისი მომავალი მეუღლე თეონა დვალმა ხუთი წლის წინ მოსკოვში გაიცნო.

პირველი ქორწილი შეყვარებულმა წყვილმა 10 სექტემბერს იტალიაში გადაიხადა. თეონამ და ჯაკომომ ჯვარი დაიწერეს. პატარძალი საკურთხეველთან მამამ — თემურ დვალმა მიიყვანა.

მეორე ქორწილი ახალდაქორწინებულებმა საქართველოში გადაიხადეს.

საქორწინო ლხინი მცხეთის ერთ-ერთ რესტორანში 24 სექტემბერს გაიმართა. სტუმრებს შორის იყვნენ ცნობილი ქართველი მუსიკოსები ლელა წურწუმია, სოფო ნიჟარაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიშვილი, ნიკოლოზ რაჭველი და სხვები.

ახალგაზრდებმა შეასრულეს ქართული ცეკვა, იმღერეს ქართულ და იტალიურ ენებზე. სტუმრებს ექვსსართულიანი საქორწინო ტორტით გაუმასპინძლდნენ.

თეონა დვალმა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია მუსიკისმცოდნის სპეციალობით 2006 წელს, ხოლო ვოკალისტის სპეციალობით — 2009 წელს დაამთავრა. საქართველოში გამოდიოდა თბილისის კონსერვატორიისა და ზაქარია ფალიშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენებზე.

2008-2011 წლებში ის საოპერო ხელოვნებას რომის სანტა-ჩეჩილიას აკადემიის საოპერო სტუდიაში ეუფლებოდა. 2010 წელს მან რომში ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსში გაიმარჯვა და იტალიაში გამართულ ვოკალისტთა I საერთაშორისო კონკურსზე სპეციალური პრიზიც დაიმსახურა ბელკანტოს არიის საუკეთესო შესრულებისთვის.

იმავე წელს ქართველმა შემსრულებელმა „რიგოლეტოში" ჯილდას პარტია შეასრულა და ტენორ ჯორდანო ლუკოისთან ერთად მსმენელის წინაშე წარდგა.

2011 წელს სანქტ-პეტერბურგის მარიას თეატრის სცენაზე დადგმულ სპექტაკლ „სიყვარულის ნექტარში" შესრულებული ადინას პარტია დვალისთვის დებიუტად იქცა.

2014 წლიდან თეონა დვალი მარიას თეატრში მიწვეული სოლისტია.

ყველა ახალი ამბავი
0