სკოლის მოსწავლეები ისწავლიან ახალ საგანს „თავდაცვა და უსაფრთხოება“

© Fotolia / Sergey Nivensგაკვეთილი სკოლაში
გაკვეთილი სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების და თავდაცვის სამინისტროები ახალ სასკოლო სახელმძღვანელოს ამზადებენ

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის შეთანხმების საფუძველზე, სასკოლო სახელმძღვანელო „თავდაცვა და უსაფრთხოება" მომზადდება, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს თავდაცვის უწყებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წრთვნებისა და სამხედრო განათლების სარდალი, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე სახელმძღვანელოს დახვეწისა და მოსწავლეებისათვის ადაპტირების, ასევე საჯარო სკოლების სასწავლო პროგრამაში დანერგვის საკითხებზე ისაუბრეს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო იღებს ვალდებულებას, რომ შეიმუშავებს განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტების შესაბამის სახელმძღვანელოს „თავდაცვა და უსაფრთხოება".

„თავდაცვა და უსაფრთხოება" საშუალო საფეხურის არჩევითი საგანია, რომელიც მოსწავლეებს საქართველოს წინაშე არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებს, რეგიონულ და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს, ქვეყნის შეიარაღებული ძალების სტრუქტურასა და ამოცანებს, ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების თემებს გააცნობს", — ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საგნის — „თავდაცვა და უსაფრთხოება" სახელმძღვანელოს შემუშავება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობას თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 16 მაისის #393 ბრძანებით დაევალა.

ყველა ახალი ამბავი
0