საქართველოს პრეზიდენტმა სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ ძლიერი ქვეყნის მშენებლობისთვის მოსახლეობის განათლების დონე ძალზე მნიშვნელოვანია

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და მათ წარმატებები უსურვა.

"დღეიდან იწყება ცოდნის, ახალი გამოცდილების, ახალი მეგობრების შეძენის პროცესი, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც დღეს პირველად შეაღო სკოლისა და უნივერსიტეტის კარი", — აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მარგველაშვილის კომენტარებში.

ალექსანდრე ჯეჯელავა - Sputnik საქართველო
მინისტრი: საქართველოში პირველკლასელების რიცხვი იზრდება

პრეზიდენტმა რწმენა გამოთქვა, რომ მოსწავლეები, სტუდენტები და პედაგოგები გაათმაგებული ენერგიითა და ენთუზიაზმით შეუდგებიან სასწავლო პროცესს.

"შესაძლებლობების გამოყენებით უნდა ავაშენოთ ძლიერი ქვეყანა", — აღნიშნა მარგველაშვილმა.

2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს სახელმწიფო და კერძო სკოლებში სწავლას შეუდგება 575 ათასი მოსწავლე, აქედან 56,3 ათასი პირველკლასელია. სტუდენტი გახდა 28,1 ათასი აბიტურიენტი.

 

ყველა ახალი ამბავი
0