03:34 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ალი აშგარი და მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ირანის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

© photo by press-service of Ministry of Foreign Affairs of Georgia
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
13 0 0

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი ირანის მოქალაქეების მზარდ ინტერესს.

თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის 22-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირანის ვიცე-პრეზიდენტს, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ალი აშგარ მოუნესანს შეხვდა.

ღონისძიება, რომელსაც 1000-ზე მეტი დელეგატი ესწრება, ჩინეთის ქალაქ ჩენდუში 11-16 სექტემბერს მიმდინარეობს. გენერალური ასამბლეის დღის წესრიგშია დებატები უმაღლეს დონეზე ტურიზმის საკითხებზე, სპეციალური სხდომა "ჭკვიანი" ტურიზმის საკითხებზე, ღონისძიებები „განვითარების მიზნით მდგრადი ტურიზმის საერთაშორისო წლის“ ფარგლებში.

საქართველოს საგარეო უწყების პრეს-სამსახურში აღნიშნეს, რომ ჯანელიძემ, ისევე, როგორც ირანის ვიცე-პრეზიდენტმა, დიდი ინტერესი გამოთქვეს ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარების თაობაზე სხვადასხვა, მათ შორის კულტურისა და ტურიზმის სფეროში.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტის დროს (2017 წლის აპრილში) მიღწეული მნიშვნელოვანი შეთანხმებები, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი ქვეყნებს შორის ურთიერთობებს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას.

ალი აშგარ მოუნესანმა აღნიშნა ირანის მზარდი ინტერესი საქართველოს ტურისტული პოტენციალისადმი და განაცხადა, რომ ეს ქვეყანა ირანელებისთვის ერთ-ერთი ძირითადი ტურისტული მიმართულებაა.

საქართველოს 2017 წლის აგვისტოში ირანიდან 55,2 ათასი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის აგვისტოს მონაცემზე 85%-ით მეტია.

მთავარი თემები