საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმებს ყურბან-ბაირამი მიულოცა

© Sputnik / Denis Aslanovგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის ისტორიის შექმნაში მუსლიმური თემის როლზე ისაუბრა

თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის მუსლიმურ თემს რელიგიური დღესასწაული ყურბან-ბაირამი მიულოცა.

ხობის რაიონში ყურბან-ბაირამის დღესასწაული აღნიშნეს - Sputnik საქართველო
ხობის რაიონში ყურბან-ბაირამის დღესასწაული იზეიმეს

ყურბან-ბაირამი მორწმუნეებისთვის 1 სექტემბერს დადგა. ყურბან–ბაირამი აბრაამის მსხვერპლშეწირვის ლეგენდას უკავშირდება. ამ დღეს მსხვერპლშეწირვისთვის ერთი ან რამდენიმე მუსლიმი ოჯახი იკრიბება და პირუტყვს კლავს, შემდეგ კი საქონლისა თუ ცხვრის ხორცს თანაბრად ანაწილებს ახლობლებსა და სოციალურად დაუცველ მოსახლეობაში. მუსლიმები ყურბან ბაირამს სამი დღის განმავლობაში აღნიშნავენ.

"ძვირფასო თანამოქალაქენო, გულითადად გილოცავთ ყურბან-ბაირამს თანადგომის, მშვიდობისა და სიკეთის გამარჯვების დღესასწაულს. საქართველოს მუსლიმი თემი ჩვენი საზოგადოების განუყოფელი ნაწილია. ჩვენი წინაპრები ერთად, მხარდამხარ აშენებდნენ ჩვენს ქვეყანას, ქმნიდნენ მის ისტორიას და ეს მომავალშიც ასე იქნება. ვუერთდები ზეიმს და თქვენს ოჯახებთან ერთად გისურვებთ წარმატებასა და კეთილდღეობას", — აღნიშნულია პრეზიდენტის მილოცვაში.

ყურბან–ბაირამი მარხვის თვის რამაზან ბაირამიდან 70-ე დღეს აღინიშნება. მისი აღნიშვნა ჯერ კიდევ წინასწარმეტყველ მუჰამედის დროს დაიწყეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0