დეპუტატებმა პრეზიდენტის ბრძანებას მხარი დაუჭირეს

© Минобороны Грузииქართველი სამხედროების დილა ჰიმნით იწყება
ქართველი სამხედროების დილა ჰიმნით იწყება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძართან ბრძოლაში სამხედროები ჩაერთვებიან - დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე პრეზიდენტის ბრძანებას მხარი დაუჭირეს

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა რიგგარეშე სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ბრძანებას ხანძრის ჩაქრობის პროცესში სამხედრო მოსამსახურეების ჩართვის შესახებ.

ოთხშაბათს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართა. პრეზიდენტის ბრძანებას მხარი დაუჭირა 116-მა დეპუტატმა. ხანძარი ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში 20 აგვისტოს გაჩნდა. მეხანძრეები ცეცხლს კიდევ ებრძვიან. სამშაბათს ხანძარი გაჩნდა სოფელ ზემო ბოშურაშიც. ამის შემდეგ პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანება სამხედრო მოსამსახურეების ხანძრის ჩაქრობის პროცესში გამოყენების შესახებ, რომელისთვისაც, კანონმდებლობით, დეპუტატებს უნდა დაეჭირათ მხარი.

"პრაქტიკულად, ყველა დეპუტატი, რომელიც იყო საქართველოში ამ დღეებში, ესწრება დღევანდელ სხდომას და ნამდვილად მისასალმებელია ის ერთსულოვნება, რომელიც დაფიქსირდა. მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი თითოეულ წარმომადგენელს როგორც საპარლამენტო ოპოზიციის, ასევე, საპარლმენტო უმრავლესობის. უღრმესი მადლობა დღეს გამოხატული ერთსულოვნებისთვის", — განაცხადა სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

ნახანძრალი ტყე ბორჯომში - Sputnik საქართველო
ხანძრის შედეგები: უახლესი და ექსკლუზიური ფოტოქრონიკა ბორჯომიდან

რამდენად არის საჭირო სამხედროების ჩართვა ცეცხლის ჩაქრობის პროცესში, ჯერჯერობით უცნობია. საგანგებო შტაბის ბოლო მონაცემებით, ხანძრის ფართობი შემცირდა და გავრცელების საფრთხე არ არის. ამჟამად ცეცხლს ებრძვის 400 მეხანძრე მაშველი, 100 ტყის მცველი და შსს-ს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი. ცეცხლის ჩაქრობაში ასევე ჩართულია ექვსი ვერტმფრენი და სპეციალური თვითმფრინავი თურქეთიდან. ვერტმფრენებიდან ორი ქართულია, ორი — თურქეთიდან, ერთი — აზერბაიჯანიდან და კიდევ ერთი — ბელარუსიდან.

"კიდევ ერთხელ მადლობას გადავუხდი მაშველებს, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართულია ხანძრის ლიკვიდაციაში. განსაკუთრებული მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს სამხედრო ძალების წარმომადგენლებს. ისინი უკვე გუშინ ჩაერთვნენ შესაბამის ოპერაციებში და გორის მუნიციპალიტეტში ხანძრის ლიკვიდაცია ძალიან სწრაფად მოხერხდა. მადლობა უნდა გადავუხადოთ ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, რომლებიც, პირველ რიგში, ტექნიკით გვეხმარებიან. ფასდაუდებელია მათი დახმარება. აზერბაიჯანმა, სომხეთმა, თურქეთმა, ბელარუსმა გაგვიწიეს ამ დღეების განმავლობაში ნამდვილად ფასდაუდებელი დახმარება", — განაცხადა კობახიძემ.

გარდა საავიაციო ტექნიკისა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა საქართველოს დასახმარებლად თავისი მეხანძრეები გამოგზავნა.

 

ყველა ახალი ამბავი
0