კვირიკაშვილი: მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება

გამოწერა
მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არის, უბრალოდ, ქარზე და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, რამდენად ჩქარა შევძლებთ ცეცხლის ლოკალიზებას და შემდეგ ჩაქრობას, განაცხადა პრემიერმა

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებთან ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკში ხანძართან ბრძოლის მხრივ არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის საფრთხე არ არსებობს.

"მოსახლეობისთვის არანაირი საფრთხე არ არის, უბრალოდ, ქარზე და კლიმატურ პირობებზეა დამოკიდებული, რამდენად ჩქარა შევძლებთ ცეცხლის ლოკალიზებას და შემდეგ ჩაქრობას", — განაცხადა პრემიერმა.

ხანძარი ბორჯომის ტყეში - Sputnik საქართველო
საქართველოს ხელისუფლება ხანძრის ჩაქრობაში დახმარებას მეზობელ ქვეყნებს სთხოვს

პრემიერმა ისაუბრა მეზობელი ქვეყნების დახმარებაზე, კერძოდ, მისი თქმით, პირველი დახმარება მივიღეთ აზერბაიჯანისგან — ეს არის ვერტმფრენი და ასევე გზაშია სახანძრო მანქანები.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანი დახმარებაა თურქეთიდან — ორი ვერტმფრენი უკვე ბათუმშია.

"დღის ბოლოს ჩამოფრინდება დიდი მოცულობითი სახანძრო თვითმფრინავი თურქეთიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ თვითონ აქვთ ასეთი პრობლემა, თურქეთის პრემიერ-მინისტრმა მიიღო ეს გადაწყვეტილება", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ასევე, დახმარების გადაწყვეტილება მიიღო სომხეთმა და მთელი რიგი ეკიპაჟები გზაშია.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ცეცხლის ჩაქრობის პროცესში ჩართულია როგორც სამაშველო სამსახური, ასევე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მებრძოლები, სატყეო დეპარტამენტი, რომლებიც პროფესიულად ასრულებენ თავის საქმეს და ამდენად, მოხალისეთა მობილიზების საჭიროება არ დგას.

ხანძარი ბორჯომში - Sputnik საქართველო
ხანძარი ბორჯომში: სტიქიას სამი ვერტმფრენი ებრძვის - ვიდეოკადრები

კვირიკაშვილმა ასევე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას რუსეთის მხრიდან დახმარების თაობაზე, რაზეც პრემიერმა განაცხადა:

"რაც შეეხება რუსული მხარის დახმარებას, ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, დავიცვათ მოსახლეობა ამ სტიქიისგან. ჩვენ უნდა განვიხილოთ ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ, ეს დახმარება არ გახდა საჭირო. ჩვენ ამ ძალებით ამას ყველაფერს ავუვალთ", — აღნიშნა მან.

ხანძარი ბორჯომის ტყე-პარკში 20 აგვისტოს გაჩნდა. ვითარებას მეხანძრეებისთვის რთული რელიეფი, ქარი და მშრალი ამინდი ართულებს.

ბოლო ინფორმაციით, მთლიანობაში დაიწვა 12 ჰექტარი ტყე.

მუშაობს საგანგებო შტაბი, რომელსაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ხელმძღვანელობს. ადგილზე იმყოფებიან ასევე მთავრობის წევრები.

 

ყველა ახალი ამბავი
0