ქართველ მოდელს Victoria's Secret-ის „ანგელოზობა“ სურს

© REUTERS / Charles PlatiauVictoria's Secret
Victoria's Secret - Sputnik საქართველო
გამოწერა
უახლოეს დღეებში ცნობილი გახდება, ცნობილი ქართველი მოდელი თაკო ნაცვლიშვილი გახდება თუ არა Victoria's Secret-ის „ანგელოზი“?

თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. ცნობილმა ქართველმა მოდელმა  19 წლის თაკო ნაცვლიშვილმა მსოფლიო ბრენდ Victoria's Secret-ის კასტინგში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ნიუ-ორკში 17-18 აგვისტოს გაიმართა.

მსოფლიო მოდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული შოუ — Victoria's Secret-ის თეთრეულის შოუ — 2017 წლის ნოემბერში შანხაიში გაიმართება. ახალი ჩვენებისთვის აქტიური მზადება უკვე მიმდინარეობს: ნიუ-იორკში სტარტი აიღო კასტინგებმა, რომელშიც მთელი მსოფლიოდან ლამაზმანები მონაწილეობენ. 

 

მათ შორის პაპარაცებმა თაკო ნაცვლიშვილი შენიშნეს. აღსანიშნავია, რომ ქართველი ლამაზმანი Victoria's Secret-ის გრანდიოზულ შოუზე მოხვედრას ზედიზედ მეორე წელია ცდილობს. კასტინგის შედეგები და მათი სახელები, ვინც პოდიუმზე ირინა შეიკთან, ალესანდრა ამბროზიოსთან, ადრიანა ლიმასთან და კენდალ ჯენერთან ერთად გამოვა, უახლოეს დღეებში იქნება ცნობილი. 

დემნა გვასალია - Sputnik საქართველო
"მოდის ოსკარი" და მადლობა ბებიას: დემნა გვასალიას ჯილდო გადასცეს

აღსანიშნავია, რომ თაკო ნაცვლიშვილი მოდის სამყაროში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. 2016 წლის იანვარში მან პარიზის მოდის კვირეულში მიიღო მონაწილეობა. Haute Couture-ის ჩვენებაზე ნაცვლიშვილი ცნობილი ლიბანელი დიზაინერის, ზუჰაირ მურადას ტანსაცმლით წარდგა.

უფრო ადრე, 2015 წლის ოქტომბერში ის საქორწინო კოლექციის სახე გახდა. გარდა ამისა, წელს გოგონა იტალიური ბრენდის Giorgio Armani პრეტ-ა-პორტე Collezioni-ს ხაზის გაზაფხული-ზაფხული 2016-ის სახე გახდა.

თაკო ნაცვლიშვილი საქართველოში მოდელისა და სამოდელო სააგენტო Look Models-ის დამფუძნებლის ნინო ცქიტიშვილის ქალიშვილია. მოდელი მონაწილეობდა ისეთი ცნობილი მოდელიერების ჩვენებებში, როგორებიც არიან Elie Saab, Versace, Christian Dior, Giorgiо Armani, Dolce & Gabbana, Yohji Yamamoto, Ermanno Scervino, Moncler, Antonio Berardi და Roland Mouret.

ქართველი მოდელი ასევე ამშვენებდა მსოფლიოში ცნობილი ჟურნალების Vogue და Harper’s Bazaar გარეკანებს.

Victoria’s Secret-ის „ანგელოზები“ ყველაზე ცნობილი მოდელები არიან. „ანგელოზების“ დებიუტი 1998 წელს, ყოველწლიურ მეოთხე ჩვენებაზე შედგა.

მოდელებს „ანგელოზებს“ იმიტომ უწოდებენ, რომ ისინი ყოველწლიური ჩვენების დროს, ტრადიციულად, პოდიუმზე ზურგზე სხვადასხვა, მრავალფეროვანი ფრთებით გამოდიან, რომლებიც პეპლების, ანგელოზების, ჩიტებისა და ფერიების ფრთებს ჰგავს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0