08:36 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
აშხაბადი

საქართველოს პრემიერი თურქმენეთს აგვისტოს ბოლოს ეწვევა

© Sputnik/ Алексей Куденко
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
14 0 0

ვიზიტის მსვლელობისას საქართველოს პრემიერი შეხვდება თურქმენეთის ხელმძღვანელობას და განიხილავს თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა მიმართულებით.

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აგვისტოს ბოლოს თურქმენეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" საქართველოში თურქმენეთის ელჩმა დოვლეტმურად მურატოვმა.

პრემიერ-მინისტრის რანგში ეს კვირიკაშვილის პირველი ვიზიტი იქნება თურქმენეთში. აშხაბადში არაერთხელ არის ნამყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი.

"საქართველოს პრემიერის ვიზიტი თურქმენეთში აგვისტოს ბოლოს არის დაგეგმილი. გაიმართება შეხვედრები თურქმენეთის ხელმძღვანელობასთან, განიხილება ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები სხვადასხვა მიმართულებით", — განაცხადა მურატოვმა.

ვიზიტის მსვლელობისას დაგეგმილია დოკუმენტებზე ხელმოწერა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის შესახებ, დასძინა მან.

"ამჟამად შეთანხმების საბოლოო ვარიანტის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს, ასევე ზუსტდება ვიზიტის დეტალები", — აღნიშნა დიპლომატმა.

საქართველოსა და თურქმენეთის ხელისუფლებები აქტიურად ავითარებენ კულტურულ და ჰუმანიტარულ ურთიერთობებს, ხორციელდება შესაბამისი ერთობლივი პროექტები, აღნიშნა მურატოვმა.

"მიმდინარეობს ძალიან ბევრი ღონისძიება, რომელიც ორგანიზებულია თურქმენეთის საელჩოს მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. 2016 წელს "თბილისის ზღვის" ტერიტორიაზე გაშენდა საქართველო-თურქმენეთის მეგობრობის ხეივანი. ყოველწლიურად საქართველოში ვმართავთ შემოქმედებით კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის. სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში გამარჯვებულები იღებენ ფასიან პრიზებს. ასეთი ღონისძიებები ხალხებს შორის ურთიერთობებს უყრის საფუძველს", — აღნიშნა დიპლომატმა.

საქართველომ და თურქმენეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 16 ივლისს დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში.

თურქმენეთის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლა უვიზოდ შეუძლიათ, ხოლო ქართული პასპორტით თურქმენეთში შესვლისთვის შესაბამისი ვიზაა საჭირო.

მთავარი თემები