კოკსაკის ვირუსი საქართველოში არ შემოსულა

© Sputnik / Alexander Imedashviliდარეჯანის სასახლე
დარეჯანის სასახლე - Sputnik საქართველო
გამოწერა
კოკსაკის ვირუსის გართულებას მენინგიტისა და დიაბეტის გამოწვევა შეუძლია.

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. საქართველოში კოკსაკის ვირუსით დაავადების შემთხვევები არ დაფიქსირებულა, განუცხადა "Sputnik-საქართველოს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ. 

ბავშვი და სათამაშო - Sputnik საქართველო
კოკსაკის ვირუსი, ანუ ხელი-ფეხი-პირი: ხიფათი ბავშვებისთვის

კოკსაკი ძალზე საშიში ვირუსია, რომელიც გართულების შემთხვევაში იწვევს ვირუსულ მენინგიტს, ენცეფალიტს, დამბლას, პერიკარდიტს, მიოკარდიტს და დიაბეტსაც კი. ვირუსით დაავადება შესაძლებელია ისეთ წყალსაცავებში ბანაობისას, სადაც ნარჩენებით დაბინძურებული წყალი ხვდება. გარდა ამისა, ვირუსი გადადის ჰაერ-წვეთოვანი და ტაქტილური გზით.

"ჯერჯერობით ჩვენთან კოკსაკთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია. ჩვენთან კოკსაკით გამოწვეული ინფექციების შემთხვევები არ დაფიქსირებულა… საქართველოში, თუ არ ვცდები, სამი წლის წინ იყო ენტეროვირუსების აფეთქება, მათ შორის კოკსაკის", — განაცხადა იმნაძემ.

ამჟამად ბავშვებს შორის კოკსაკის ვირუსი თურქეთშია გავრცელებული. თურქეთის კურორტები ქართველი ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი მიმართულებაა. გარდა ამისა, "საქსტატის" მონაცემებით, 2017 წლის შვიდ თვეში საქართველოს თურქეთის 672 ათასზე მეტი მოქალაქე ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0