ირანის მოქალაქე საქართველოში გარყვნილი ქმედებისთვის დააპატიმრეს

© AP Photo / Reinhold Huegerichთემიდა
თემიდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანის მოქალაქე ახალციხელ მოზარდებს მობილური ტელეფონით უკავშირდებოდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა.

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ახალციხის რაიონულმა სასამართლომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.ქ. დამნაშავედ ცნო მოზარდებთან გარყვნილი ქმედების მომზადებაში და 6 წლით პატიმრობა მიუსაჯა, იუწყება საქართველოს მთავარო პროკურატურის პრეს-სამსახური.

„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის იანვარსა და თებერვალში, ჰ.ქ. ახალციხეში 16 წელს მიუღწეველ ხუთ ბიჭს, რომლებსაც მობილური ტელეფონის ნომრები მოტყუებით გამოართვა, უკავშირდებოდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ სხვადასხვა სახის სექსუალურ ურთიერთობას სთავაზობდა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ჰ.ქ. ბრალდებულის სახით 2017 წლის 8 მარტს დააკავეს და ის სასამართლომდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ყველა ახალი ამბავი
0