საქართველოში გაეროს ელჩი თათია დოლიძის საქმეზე გამოძიების დაწყებას მიესალმება

© FB / UNDP Georgiaნილს სკოტი
ნილს სკოტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატის, თათია დოლიძის მისამართით მუქარა მას მერე გაისმა, რაც მან "ქართველთა მარშის" მონაწილეები გააკრიტიკა.

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. საქართველოში გაეროს ელჩმა ნილს სკოტმა დაგმო აქტივისტისა და საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორის, თათია დოლიძის მისამართით მუქარა, რომელიც მას შემდეგ გაისმა, რაც მან "ქართველთა მარშის" მონაწილეები გააკრიტიკა, და გამოძიების სწრაფი დასრულების იმედი გამოთქვა.

"ქართველთა მარში" თბილისის ცენტრში პარასკევს გაიმართა. მარჯანიშვილის მოედანზე რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოითხოვდნენ გამკაცრდეს საქართველოში ბინადრობის უფლებისა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პროცესები და აიკრძალოს არასამთვრობო ორგანიზაციების უცხოეთიდან დაფინანსება.

მას შემდეგ, რაც დოლიძემ მარშის მიმართ უკმაყოფილება გამოთქვა და მისი მონაწილეები გააკრიტიკა, თათიამ პირად შეტყობინებებში და Facebook-ის პირად გვერდზე შეურაცხმყოფელი სიტყვები და მუქარები მიიღო, მათ შორის სექსუალური ხასიათის. დოლიძემ პოლიციაში განცხადება შეიტანა. შსს-მ "მუქარის" მუხლით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

„ქართველთა მარში“ - Sputnik საქართველო
თბილისის ცენტრში „ქართველთა მარში“ ჩატარდა

"მოხარული ვართ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს თათია დოლიძის საქმეს და იმედი გვაქვს, რომ გამოძიება სწრაფად დასრულდება. ვგმობთ ყველა სახის ძალადობას და, ამ შემთხვევაში, ისეთ ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ. ასეთი სახის ქმედებას თანამედროვე საზოგადოებაში ადგილი არა აქვს", — ნათქვამია ელჩის განცხადებაში, რომელიც Facebook-ზე გავრცელდა.

მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებმა შეძლონ ხმის ამაღლება თავისუფლების, სოლიდარობის, ტოლერანტობის დასაცავად, რომელთა პატივისცემა გაეროსთვის ფუნდამენტური ღირებულებებს წარმოადგენს, აღნიშნა ელჩმა.

"თათიამ ნათლად აჩვენა ამ ღირებულებების მნიშვნელობა, როგორც ქართველმა ახალგაზრდამ და საქართველოს ახალგაზრდობის დელეგატმა გაეროში. დემოკრატიულ საზოგადოებაში ყველა მოქალაქემ უნდა შეძლოს ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციისა და ტოლერანტობის ღია მხარდაჭერა ძალადობის, შეურაცხყოფისა და მუქარის შიშის გარეშე", — აღნიშნულია სკოტის განცხადებაში.

25 წლის ქალის მისამართით შეურაცხმყოფელმა გამოანთქვამებმა პოლიტიკოსებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აღშფოთება გამოიწვია. ინციდენტთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, თბილისის მერობის კანდიდატმა მმართველი პარტია "ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველოდან" კახა კალაძემ, ოპოზიციურმა პარტიებმა და ზოგიერთმა ავტორიტეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ.

 

ყველა ახალი ამბავი
0