თბილისში "ამბასადორიალი 2017" დაიწყო

© FB / Giorgi Kvirikashvili"ამბასადორიალი 2017"
ამბასადორიალი 2017 - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები თბილისში აქტუალური პრობლემების განსახილველად ჩამოვიდნენ

თბილისი, 18 ივლისი — Sputnik. თბილისში სამშაბათს უცხოეთში საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების ყოველწლიური შეხვედრა "ამბასადორიალი 2017" დაიწყო.

ამბასადორიალი სახელწოდებით "შედეგზე ორიენტირებული დიპლომატია ტურბულენტურ გარემოში" ოთხი დღე გაგრძელდება. შეხვედრა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გახსნა.

"საქართველოს სტაბილური და დემოკრატიული განვითარება, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარე გლობალური თუ რეგიონული მნიშვნელობის პროექტები ახალ შესაძლებლობებს ქმნის ჩვენთვის და ჩვენი პარტნიორებისთვის. ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკა სწორედ ზემოთ ჩამოთვლილი გამოწვევების გამკლავების და შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისკენ არის მიმართული", — განაცხადა ჯანელიძემ.

ირაკლი გივიაშვილი - Sputnik საქართველო
ევროპის საბჭოში საქართველოს ახალი დიპლომატი წარადგენს

შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოვიდა ასევე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.

"ჩვენი უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ეს არის ჩვენი დიპლომატიური საქმიანობა, ჩვენი მხარდაჭერა ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ხოლო ეს უკანასკნელი თავის მხრივ ეფუძნება იმ პროგრესის აღიარებას, რომელიც ქართულ საზოგადოებას და ქართულ სახელმწიფოს აქვს ჩვენი დემოკრატიული განვითარების, ჩვენი ევროპული განვითარების გზაზე", — განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის წევრები, დეპუტატები, სასამართლო ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ასევე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები.

 

ყველა ახალი ამბავი
0