12:59 28 ივლისი 2017
პირდაპირი ეთერი
დაღუპული დელფინი

დადგინდა შავ ზღვაში დელფინების დაღუპვის შესაძლო მიზეზები

© FB / გარემოს ეროვნული სააგენტო
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
2274 0 0

ადამიანებს, რომლებიც მკვდარ დელფინებს აღმოაჩენენ, სთხოვენ მიმართონ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. საქართველოს ზღვისპირეთში, განმუხურიდან სარფამდე მონაკვეთზე 2017 წელს ნაპირზე 57 დელფინი გამორიყა, რომლებიც, შესაძლოა, მორბილივირუსული ინფექციისგან დაიღუპნენ, აღნიშნულია საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მორბილივირუსულ ინფექციას სხვაგვარად დელფინების ჭირს უწოდებენ.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტები მოუწოდებენ ადგილობრივ მოსახლეობას, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ შეეხონ ნაპირზე გამორიყულ ზღვის ძუძუმწოვრებს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

მკვდარი დელფინების აღმოჩენის შემთხვევაში სააგენტო მოსახლეობას სთხოვს, დარეკონ საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს „ცხელი ხაზის“ ნომერზე 153.

ზღვის ძუძუმწოვართა დაღუპვის ოთხი ძირითადი მიზეზი არსებობს. პირველი — ბიოლოგიური სიკვდილი, როდესაც ძუძუმწოვრები ბუნებრივი სიკვდილით იღუპებიან. მეორე — ეს არის პათოლოგიები, რომლებიც დაავადებებსა და ინფექციებს უკავშირდება. მესამე — სანავიგაციო ტრავმა, როდესაც ისინი გემებს, კატარღებს ეჯახებიან და კვდებიან და მეოთხე მიზეზი — თევზსაჭერ ბადეებში მოხვედრა.

შავი ზღვის სანაპიროზე დელფინების დაღუპვის ძირითადი მიზეზი, სპეციალისტების განმარტებით, პათოლოგიებია. დაავადებებისა და ინფექციების დიდი ნაწილი, როგორც წესი, ზღვის დაბინძურებას უკავშირდება.

მთავარი თემები