თურქეთში ავტოავარიაში დაშავებული ბავშვები სამშობლოში დაბრუნდნენ

© FB / Zurab Pataradze / ზურაბ პატარაძეანსამბლ "ლამპრების" წევრები და ზურაბ პატარაძე
ანსამბლ ლამპრების წევრები და ზურაბ პატარაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გუშინ თურქეთში გადაბრუნდა ავტობუსი, რომელსაც ქართული საბავშვო ანსამბლი გადაჰყავდა.

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. ქართული ცეკვის ანსამბლ "ლამპრების" ბავშვები, რომლებიც თურქეთში ავტოავარიისას დაშავდნენ, გუშინ, ღამით სამშობლოში დაბრუნდნენ, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი2".

ავტობუსი, რომელშიც 38 მგზავრი იმყოფებოდა, კვირას, დილით ტრაპიზონიდან 120 კილომეტრში, გირესუნის პროვინციაში გადაბრუნდა. ბავშვებს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებათ, უფროსებს, 7 ადამიანს — სერიოზული. ერთ-ერთი ბავშვის მშობელს ფეხის ამპუტაცია დასჭირდა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტომობილი თურქეთში - Sputnik საქართველო
თურქეთში მომხდარ ავარიაში დაშავებულ ერთ-ერთ მშობელს ფეხი მოკვეთეს

ტრაგედიის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ თურქეთში აჭარის მთავრობის წევრები ჩავიდნენ.

"დღეს 25 ბავშვი უკვე დაბრუნდა, ერთად ჩამოვედით. რჩება ოთხი პაციენტი სხვადასხვა საავადმყოფოში", — განუცხადა ჟურნალისტებს აჭარის მთავრობის მეთაურმა ზურაბ პატარაძემ.

მისი თქმით, მომხდარის ვითარების გასარკვევად რამდენიმე ექსპერტიზა ჩატარდა.

"ვფიქრობ, უკვე ხვალ გვექნება სურათი იმისა, თუ რა იყო გამომწვევი მიზეზები. ჯერჯერობით მძღოლის დაკითხვა ვერ შევძელით", — განაცხადა პატარაძემ.

პატარა მოცეკვავეები თურქეთის გავლით ბულგარეთში მიემგზავრებოდნენ. დაუდასტურებელი მონაცემებით, ავარია საბურავის გასკდომამ გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0