ელჩი: მუსტაფა ემრე ჩაბუქი თურქეთში უსაფრთხოდ იქნება

© photo: Sputnik / Наталья Селиверстова / გადასვლა მედიაბანკშითურქეთის დროშა
თურქეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსტაფა ემრე ჩაბუქის საქმის კომენტირებისას, რომელიც თბილისში თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს, საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გურმუქჩუმ უდანაშაულობის პრეზუმპციაზე მიუთითა.

თბილისი, 14 ივლისი – Sputnik. საქართველოში თურქეთის ელჩმა ზექი ლევენთ გურმუქჩუმ ქართული მხარე დაარწმუნა იმაში, რომ თურქეთში ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებული დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის ყოფილი თანამშრომელი მუსტაფა ემრე ჩაბუქი სამშობლოში სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
მუსტაფა ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს

ჩაბუქი თბილისში მაისის თვის ბოლოს თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს. ლტოლვილის სტატუსთან დაკავშირებით ჩაბუქმა საქართველოს ხელისუფლებას ივნისის თვის დასაწყისში მიმართა, მაგრამ  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. ერთ-ერთი მოტივი გახდა თურქეთის საელჩოსგან მიღებული დიპლომატიური გარანტია იმისა, რომ ექსტრადიციის შემთხვევაში მას საფრთხე არ დაემუქრება.

„ჩვენ დავარწმუნეთ ქართული მხარე, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ექსტრადირებული იქნება თურქეთში, ამ შემთხვევაში საუბარია ჩაბუქზე, სამართლიანი სასამართლოს წინაშე წარდგება და  პროცესი აბსოლუტურად გამჭვირვალე იქნება“, — განაცხადა გუმრუქჩუმ საზოგადოებრივი მაუწყებლის  პირველი არხის ეთერში.

თურქეთში ემრე ჩაბუქს ბრალად ედება აშშ-ში მცხოვრები ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დახმარება, რომელიც თურქეთში ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. ექსტრადიციის შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის.

ელჩმა უსამართლო უწოდა ჩაბუქისთვის დევნილის სტატუსის მინიჭება თურქეთში არსებული მდგომარეობის გამო.

„თურქეთში ძალიან ვამაყობთ იმ დემოკრატიული პროცედურებით, რაც გვაქვს. არავის უნდა ეშინოდეს თურქული მართლმსაჯულების“, — განაცხადა გურმუქჩუმ.

ევროპის მოედანი - Sputnik საქართველო
გიულენთან კავშირში ბრალდებულის მხარდასაჭერად საქართველოში პეტიციას მოაწერეს ხელი

ამავე დროს ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს ჩაბუქის პროცესზე დაკვირვების უფლება ექნება.

„ქვეყანას, საიდანაც ექსტრადიცია განხორციელდება, უფლება ექნება დააკვირდეს პროცესს მისი მიმდინარეობის ყველა ეტაპზე. მათ შორის, მუდმივად ჰქონდეს ინფორმაცია საპატიმროში მყოფი ადამიანის მდგომარეობის შესახებ. ეს სტანდარტული პროცედურაა, რომელსაც ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანა ასრულებს“, — ხაზგასმით აღნიშნა გურმუქჩუმ.

მან აგრეთვე ჩაბუქის ბრალდების დეტალებზე ისაუბრა.

„არსებობს თურქეთის სასამართლოს გადაწყვეტილება  და, რა თქმა უნდა, არსებობს ბრალდებები ამ ადამიანის მიმართ, რომ ის არის ტერორისტული ორგანიზაციის წევრი. არსებობს  ამ ბრალდების მტკიცებულებები. თურქეთის სასამართლო ითხოვს ამ ადამიანის დაკავებას, რათა ჩაბუქი დაიკითხოს და ფაქტები ცხადი გახდეს“, — განაცხადა გურმუქჩუმ.

ამასთან, მან უდანაშაულობის პრეზუმფციაზეც მიუთითა.

 „სანამ ვერდიქტი არ იქნება გამოტანილი, ნებისმიერი ადამიანი მიიჩნევა უდანაშაულოდ. მაგრამ იმისთვის, რომ ეს გავიგოთ, ჩაბუქი უნდა წარსდგეს დამოუკიდებელი თურქული სასამართლოს წინაშე. არავის, ვინც უდანაშაულოა, არ უნდა ეშინოდეს სასამართლოს წინაშე წარდგომის“, — დასასრულს განაცხადა  გუმრუქჩუმ.

ყველა ახალი ამბავი
0