09:43 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ლოგოტიპი INTERPOL შენობის ფასადზე

სოსო თოფურიძეს ინტერპოლი აღარ ეძებს

© FB / Interpol
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
79 0 0

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სოსო თოფურიძეს დაუსწრებლად განაჩენი გამოუტანა.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს-ს საკონსტიტუციო უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო თოფურიძე საქართველოს მოთხოვნით ინტერპოლის მიერ ძებნილთა სიიდან ამოღებულია.

თოფურიძე კუდ-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას 2012 წლამდე იკავებდა, საპარლამენტო არჩევნების შედეგად ხელისუფლების შეცვლის შემდეგ კი მან საქართველო დატოვა.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 2013 წელს თოფურიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მას წამებაში და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდება წაუყენა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას დაუსწრებლად სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების გამო 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა, ხოლო წამების მუხლით გაამართლა.

საქმე 2005 წლის იანვარში მომხდარ ფაქტს ეხება, როდესაც ახალაიამ, თოფურიძემ, ალანიამ, მელნიკოვმა და კუდ–ის სხვა თანამშრომლებმა დავით ახალაიას სამუშაო ოთახში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პოლიციის თანამშრომლებს იმ მოტივით, რომ თითქოს მათ 2005 წლის 2 იანვარს რესტორან "ძველ სახლში" შს მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მეუღლე თაკო სალაყაიას უხეშად მიმართეს.

თოფურიძე ყოფილი ხელისუფლების პირველი ჩინოვნიკი არ არის, რომელიც ძებნილთა სიიდან ამოიღეს. მანამდე ინტერპოლმა რამდენიმე ყოფილ მაღალჩინოსანს ძებნა მოუხსნა მათ მიერ სხვა სახელმწიფოში დევნილის სტატუსის მიღების გამო.

მანამდე ძებნილთა სიიდან ამოიღეს დათა ახალაია, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე და სხვები.

 

მთავარი თემები