ციანიდის საქმე: „ოქროს მოწმემ“ საქართველო დატოვა

© photo: Sputnikსაქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შოთაძის თქმით, მამალაძემ საქართველოს დატოვებამდე ჩააყენა პროკურატურის გამომძიებლები საქმის კურსში.

თბილისი, 27 ივნისი — Sputnik. ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის მთავარმა მოწმემ ქვეყანა დატოვა, განაცხადა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ.

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მაშინ გერმანიაში სამკურნალოდ ილია მეორე იმყოფებოდა, რომელსაც სხვებთან ერთად შორენა თეთრუაშვილიც ახლდა. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

"ირაკლი მამალაძეს არის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე, შესაბამისად, ეს არის მისი უფლება, დატოვოს საქართველოს საზღვარი… ჩვენი ინფორმაციით, ის საქართველოში არ იმყოფება ", — განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

შოთაძის თქმით, მამალაძემ საქართველოს დატოვებამდე პროკურატურის გამომძიებლები საქმის კურსში ჩააყენა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მამალაძემ საქართველო დატოვა, ორშაბათს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გაავრცელა. არხმა მამალაძესთან ინტერვიუს ჩაწერა მოახერხა, რომელშიც მან განაცხადა, რომ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება პირადი უსაფრთხოებისა და მისი მისამართით განხორციელებული ცილისმწამებლური კამპანიის გამო მიიღო.

მოსამართლის ატრიბუტიკა - Sputnik საქართველო
ციანიდის საქმე: დეკანოზი საწამლავს დეოდორანტის სახურავში მალავდა

კერძოდ, რამდენიმე დღის წინ შსს-ს ყოფილმა თანამდებობის პირმა ირაკლი ფირცხალავამ, რომელიც სხვა საქმეზე 12-წლიან პატიმრობას იხდის, ტელეკომპანია Rustavi2-ის ჟურნალისტებს წერილი გამოუგზავნა. წერილში ნათქვამია, რომ ირაკლი მამალაძე ქართული სპეცსამსახურების აგენტი-პროვოკატორია.

მოწმე მამალაძეზე განხორციელებული ზეწოლის გამო პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

აღსანიშნავია, რომ პროკურატურამ ციანიდის საქმე სწორედ ირაკლი მამალაძის მეშვეობით გახსნა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ის დეკანოზ მამალაძის ნათესავია. სასულიერო პირმა სწორედ მას სთხოვა ეშოვნა ციანიდი გერმანიაში წასაღებად.

ყველა ახალი ამბავი
0