ისრაელში საქართველოდან და უკრაინიდან 79 ათასი არალეგალურად ჩასული მოქალაქეა

© photo: Sputnik / I. Nosov / გადასვლა მედიაბანკშითელ-ავივი
თელ-ავივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოდან და უკრაინიდან ისრაელში არალეგალურად დარჩენილი ტურისტების რიცხვმა აფრიკელი არალეგალების რიცხვს გადააჭარბა.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. საქართველოდან და უკრაინიდან უცხოელი ტურისტების რიცხვმა, რომლებიც არალეგალურად დარჩნენ ისრაელში, აფრიკელი არალეგალების რიცხვს გადააჭარბა, იუწყება სააგენტო РИА Новости ისრაელის შსს-ზე დაყრდნობით.

ორივე პოსტსაბჭოთა რესპუბლიკას, ისევე, როგორც რუსეთს, ისრაელთან უვიზო რეჟიმი აქვს, რაც მათ მოქალაქეებს ტურისტული მიზნებისთვის ისრაელში ყოფნის უფლებას სამი თვის ვადით აძლევს.

იერუსალიმი - Sputnik საქართველო
ისრაელმა საქართველოს 4000-მდე მოქალაქეს ქვეყანაში შესვლაზე უარი უთხრა

„დღეს (ისრაელში) 39 ათასი ინფილტრანტია აფრიკიდან… და 79 ათასი ტურისტი, რომლებიც ისრაელში ჩამოვიდნენ და ვადაზე დიდხანს დარჩნენ, უმეტესობა — საქართველოდან და უკრაინიდანაა“, — განაცხადა ისრაელის შინაგან საქმეთა მინისტრმა არიე დერიმ ქნესეტის შინაგან საქმეთა კომისიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას.

მინისტრი ფართოდ გავრცელებულ მოვლენაზე საუბრობს, როდესაც ისრაელში ჩასული უცხოელები პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვენ, რომლის განხილვამდეც მათი დეპორტაცია არ შეიძლება.

„ავტობუსებს ასეთი „ტურისტები“ პირდაპირ სალამეს ქუჩაზე (თელ-ავივში) თავშესაფრის სათხოვნელად მიჰყავთ. როდესაც შესაბამის მოთხოვნას წარადგენენ, მისი განხილვის დასრულებამდე ჩვენ მათი დეპორტაცია არ შეგვიძლია, ეს პროცედურა კი საკმაოდ ხანგრძლივია“, — აცხადებს დერი.

როგორც მინისტრმა განმარტა, საქართველოში მუშაობენ ფირმები, რომლებიც ისრაელში დასაქმების სანაცვლოდ თანამოქალაქეებისგან 5 ათას აშშ დოლარს იღებენ და შემდეგ მათ თავშესაფრის სათხოვნელად აგზავნიან.

ისრაელი - Sputnik საქართველო
ისრაელმა საქართველოდან პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთათვის წესები გაამკაცრა

„ჩვენ საქართველოში კამპანია დავიწყეთ, რათა ადამიანებს განვუმარტოთ, რომ მათ ატყუებენ, ჩვენ ველოდებით, რომ საგარეო საქმეთა და იუსტიციის სამინისტროები ანალოგიურ კამპანიას დაიწყებენ უკრაინაშიც“, — ციტირებს მინისტრის სიტყვებს პარლამენტის პრეს-სამსახური.

მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ისრაელის მთავრობა საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას მომენტალურად ახორციელებს იმ შემთხვევაში, თუ ისინი თავშესაფრის მოთხოვნაზე უარყოფით პასუხს მიიღებენ.

2017 წლის თებერვალში ისრაელმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ, ისრაელის სახელმწიფოს შეფასებით, საქართველოში არავის ემუქრება რასის, რელიგიის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფუძვლიანი საფრთხე.

შესაბამისად, რეალური მიზეზის გარეშე საქართველოს მოქალაქეებს თავშესაფრის მოთხოვნაზე უარს ეუბნებიან.

ყველა ახალი ამბავი
0