21:01 14 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ქუთაისის ტორპედო

„ქუთაისის ტორპედო“ აუქციონზე გაიყიდა

FB / Georgian Football Federation
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
32 0 0

გაყიდვამდე „ქუთაისის ტორპედო“ ქალაქის მერიას ეკუთვნოდა. მანამდე კი 2010-2014 წლებში კლუბი კომპანია Wissol-ს ეკუთვნოდა.

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. საფეხბურთო კლუბი „ქუთაისის ტორპედო“ აუქციონზე 300 ათას ლარად გაიყიდა, ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო იტყობინება. 

მედიის მონაცემებით, კლუბის მფლობელი კომპანია International Soccer House გახდა. აუქციონის პირობების თანახმად, კლუბის მფლობელმა 2017 წლის ბოლომდე 500 ათას ლარიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს, ხოლო 2018 წელს — 1,5 მილიონი ლარის.

საფეხბურთო კლუბი „ქუთაისის ტორპედო“ 1945 წელს დაარსდა, თუმცა ოფიციალურად მომდევნო წელს დარეგისტრირდა. 

1989 წლამდე ტორპედო საავტომობილო ქარხანა „კოლხიდას“ სპორტული კლუბი იყო. 

1948-1958 წლებში, კლუბი მონაწილეობდა საქართველოს პირველობაში და 1949 წელს რესპუბლიკის ჩემპიონის ტიტული მოიგო. 


მთავარი თემები