11:45 24 ოქტომბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ლედი გაგა

ლედი გაგა ქართველი დიზაინერის გიორგი ქებურიას კაბით გამოჩნდა

© REUTERS/ Benoit Tessier
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
შოუ-ბიზნესი და საქართველო (29)
8401

თბილისი, 20 ივნისი — Sputnik. მსოფლიო ვარსკვლავებს შორის ქართველი დიზაინერების სამოსი სულ უფრო პოპულარული ხდება, ამჯერად პოპ-დივა ლედი გაგა გიორგი ქებურიას სამოსით გამოჩნდა. მან შეარჩია ასიმეტრიული, შავწინწკლებიანი თეთრი კაბა ქამრით. ლედი გაგა უპირატესობას ავანგარდულ და არასტანდარტულ სამოსს ანიჭებს.

გიორგი ქებურია — თვითნასწავლი დიზაინერია. დაიბადა 1990 წელს თბილისში. 2010 წელს თავისი პირველი მხიარული და სიურრეალისტური კოლექცია წარმოადგინა და თბილისის მოდის კვირეულზე "საუკეთესო ახალბედას" ჯილდო მიიღო.

ორი წლის შემდეგ ქებურიამ მოიპოვა საერთაშორისო აღიარება, როდესაც კოლექცია "ჩიტის ბუდე" წარადგინა. მაშინ ის შენიშნეს დიზაინერების კონკურსზე Muuse x Vogue Talents Vision Award.

2013 წელს ქებურია Fashion House Materiel-ის დიზაინერი გახდა და ამ ბრენდისთვის სამოსს ორი წლის განმავლობაში ქმნიდა.

ქებურია რეგულარულად იღებს მონაწილეობას თბილისის მოდის კვირეულებში. სამოსი, რომელიც ლედი გაგამ შეარჩია, 2017-2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციიდანაა.

თემები:
შოუ-ბიზნესი და საქართველო (29)

მთავარი თემები