საქართველოში პირველად ავიაფესტივალი FLY FEST GEORGIA ჩატარდება

© Fly Fest Georgiaავიაშოუ
ავიაშოუ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექსტრემალური ფრენების და პარაშუტით გადმოხტომის გარდა, ავიაფესტივალის მაყურებელი ნახავს სხვადასხვა ილეთებს, რომლებსაც შეასრულებენ პარაპლანერისტები, დელტაპლანერისტები, ავიამოდელისტები და სხვა მონაწილეები.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. საქართველოში ავიაფესტივალი FLY FEST GEORGIA 2017 წლის 24 ივნისს პირველად ჩატარდება, მომავალში ღონისძიება ყოველწლიური გახდება.

პირველი ავიაშოუ ნატახტრის აეროდრომზე გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები — ავიაკომპანია Service Air და ტურისტული კომპანია Vanilla Sky მაყურებელს დაუვიწყარ სანახაობას ჰპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას ქართველი და ევროპელი მფრინავები მიიღებენ. შოუში წარმოდგენილი იქნება რეაქტიული თვითმფრინავები, ექსტრემალური ფრენები და პარაშუტით ხტომა.

ფესტივალში მონაწილეობას ასევე მიიღებენ პარაპლანერისტები, დელტაპლანერისტები, ავიამოდელისტები და სხვა მონაწილეები.

შოუ 24 ივნისს 19:00 საათზე დაიწყება. ნატახტარში აეროშოუს ნახვის მსურველთათვის დაგეგმილია უფასო გადაყვანა. ვარდების მოედნიდან 17:30 საათზე სამი ავტობუსი გავა. ნატახტრიდან ფესტივალის სტუმრებს თბილისში 21:00 საათზე დააბრუნებენ.

ყველა ახალი ამბავი
0