05:29 23 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ახალგაზრდა ბაღში ისვენებს

საქართველო კიბერუსაფრთხოების მსოფლიო ლიდერთა სიაშია

© Sputnik/ Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
16 0 0

კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში 193 ქვეყანას შორის საქართველომ მერვე ადგილი დაიკავა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში, რომელიც ელექტროკავშირის საერთაშორისო კავშირმა (ITU) მოამზადა, საქართველომ მერვე ადგილი დაიკავა.

კიბერუსაფრთხოების გლობალური ინდექსი — ეს არის გამოკითხვა, რომელშიც კიბერუსაფრთხოებისადმი წევრი სახელმწიფოების დამოკიდებულება განისაზღვრება. ინდექსი მსოფლიოს 193 ქვეყანას აერთიანებს. კიბერუსაფრთხოების გლობალურ ინდექსში ქვეყნები ფასდება ხუთი ძირითადი მაჩვენებლის მიხედვით: საკანონმდებლო ბაზა, ტექნიკური მონაცემები, საორგანიზაციო საკითხები, ხარისხის ამაღლება და კოოპერაცია.

საქართველოში არსებულმა საკანონმდებლო ბაზამ 0,91 ქულა დაიმსახურა; ტექნიკური მონაცემები — 0,77; საორგანიზაციო საკითხები — 0,82; ხარისხის ამაღლება — 0,9; კოოპერაცია — 0,7.

„მატერიალური და საპროცედურო ასპექტების თვალსაზრისით, საქართველომ კიბერუსაფრთხოების შესახებ კანონმდებლობა ბუდაპეშტის კონვენციის პრინციპებსა და წესებთან შესაბამისობაში მოიყვანა. საინფორმაციო სისტემაში და მონაცემებში უკანონო შეღწევა, ასევე სისტემისთვის პრობლემების შექმნა და მოწყობილობების ბოროტად გამოყენება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით დასჯადი ქმედებაა", — აღნიშნულია დოკუმენტში.

რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, რუსეთი სიაში მე-10 ადგილს იკავებს, თურქეთი — 43-ე ადგილს, აზერბაიჯანი — 48-ე ადგილს.

სომხეთი რეიტინგის აუტსაიდერებში მოხვდა (111-ე ადგილი). ავღანეთთან, უზბეკეთთან, ზიმბაბვესთან, ლიბიასთან, ბოსნია–ჰერცეგოვინასთან ერთად სომხეთი იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც კიბერუსაფრთხოება ჯერ კიდევ ყალიბდება.

რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა სინგაპურმა, შემდეგ მოდიან აშშ და მალაიზია. რეიტინგის ბოლო ადგილი ეკვატორულ გვინეას ერგო.

მთავარი თემები