05:45 23 ივნისი 2017
პირდაპირი ეთერი
ფეისბუქი

უკაცრავად, ხომ ჯანსაღად ხართ? ანუ მონარქია „ფეისბუქზე“

CC BY-SA 2.0 / Flikr / mkhmarketing / Facebook Flower
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
89 0 0

„Sputnik–საქართველომ“ კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გახმოვანებულ ინიციატივასთან დაკავშირებულ რამდენიმე ფეისბუქ–კომენტარს მოუყარა თავი, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო“ აპირებს, განიხილოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ინიციტივა ქვეყანაში კონსტიტუციური მონარქიის შემოღების შესახებ.

აღნიშნული ინიციატივა ილია მეორემ გუშინ, საკვირაო ქადაგების დროს გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პატრიარქი ქვეყანაში სამეფო დინასტიისა და მონარქიის აღდგენის წინადადებით გამოდის. რამდენიმე წლის წინ იგივე საკითხის ირგვლივ საქართველოს საზოგადოების აზრი ერთხელ უკვე გაიყო. ანალოგიური ვითარებაა დღესაც.

პოლიტიკური ოპოზიციისა და ქვეყნის მოსახლეობის ნაწილი საქართველოში კონსტიტუციური მონარქიის წინააღმდეგია და ამის თაობაზე ისინი ღიად წერენ სოციალურ ქსელებში.

„Sputnik—საქართველომ“ ამ საკითხთან დაკავშირებულ რამდენიმე კომენტარს მოუყარა თავი, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ. 

ანდრია გვიდიანი:
რამდენს უნდა გაწვდეს ეს საწყალი ბიუჯეტი — მეფე აკლდა და მგონი ეგეც ემატება. უკაცრავად, ხომ ჯანსაღად ხართ?

ნიკოლოზ მჭედლიშვილი:

ჩვენ მალე მონა-რქიანი ქვეყანა ვიქნებით.

გია გაბრიჩიძე:

მე სიზმრების ვეზირი ვიქნები!

მეჭურჭლეთუხუცესობა, ამირსპასალარობა და ეგეთი რაღაცეები არ შემომთავაზოთ!

ნინო გელაშვილი:

უნდა ძალიან გამოვიპრანჭო (კი ვარ ბეგივით ქალი) იმედია თავადობას მიბოძებენ

მერაბ მეტრეველი:

აი, მონარქიის მომხრე საერთოდ არ ვარ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჩვენი შესანახი იქნება. ეს რა არგუმენტია? პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ჩვენი შესანახი არაა? 

მერაბ ბასილაია:

მიკვირს, აქამდე საქართველოში მართლმადიდებლური ვატიკანის შექმნის იდეა რომ არ მოსვლია თავში (სიონი-ანჩისახატის პერიმეტრზე)…

კეთილი, ის 25 მილიონი სინოდის ნაცვლად სამეფო კარზე მივმართოთ. მოსულა?

რომან  გოცირიძე:

საპარლამენტო უმრავლესობა, რომლის ლიდერთა ნაწილი საპატრიარქოს მიერ უკვე მერამდენედ გახმოვანებულ უაზრო იდეას მონარქიის აღდგენის შესახებ მხარს უჭერს იმის შიშით, რომ ღმერთმა არ დასაჯოს, ხოლო მეორე ნაწილი იმიტომ, რომ ჰგონია, ასეთი მართვა არის ქართველებისათვის ისტორიულად ბუნებრივი, არის ბნელი.

სალომე ზურაბიშვილი:

საპარლამენტო გამოცდილება პრაქტიკულად არ გაგვაჩნია და პარლამენტს მართავს პარტიები, რომლის ნდობა ნულზეა, პრეზიდენტებმაც ვერ გაამართლეს იმედი და დაგვიტოვეს დაკარგული ტერიტორიები, ავტოკრატიზმის გამოკვეთილი ტენდენციები ცარიელ ამბიციებთან ერთად… ამ დროს გაგვაჩნია უძველესი სამეფო ოჯახი… ევროპულ ოჯახში პირდაპირი შესვლის, ტერიტორიების საერთო გვირგვინის ქვეშ შემოკრების ერთ-ერთი გზა…

Joe Carrey: რანაირი მთავრობა გაიჩითა, მეფე გვინდა და ინგილო ქალები არაო.

 








მთავარი თემები