08:58 24 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ელვა

სტამბული-თბილისის თვითმფრინავს მეხი დაეცა

© Flickr/ Greg Foster
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
47510

ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც თვითმფრინავი სტამბულის აეროპორტიდან აფრინდა.

თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. ავიაკომპანია AtlasGlobal-ის კუთვნილ თვითმფრინავს, რომელიც სტამბულიდან თბილისის მიმართულებით მოფრინავდა, მეხი დაეცა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საჰაერო ხომალდი აფრენიდან მალევე სტამბულის აეროპორტში დაბრუნდა. ავიაკომპანიის გადაწყვეტილებით, მგზავრები თბილისში სხვა თვითმფრინავით გამოამგზავრეს.

„ჩვენ ტურბულენტურ ზონაში მოვხვდით, რის გამოც ვინერვიულეთ ძალიან. აღმოჩნდა, რომ ჩვენს თვითმფრინავს მეხი დაეცა. დაშავებულები არ არიან“, — განაცხადა მგზავრმა ნუცა ფარღალავამ.

ამ რეისით მგზავრობდა პროგრამა „ექიმების“ წამყვანი დავით ლოლაძეც.

„აფრენიდან 15-20 წუთის შემდეგ ყველამ ვიგრძენით როგორ შეიკრა წრედი და ყველაფერი განათდა — თვითმფრინავს მეხი დაეცა. ამის შემდეგ მართვის პრობლემები შეიქმნა, შესაბამისად, პილოტმა აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო“, — განაცხადა ლოლაძემ.

ინციდენტის გამო სტამბული-თბილისის რეისი რამდენიმე საათით დაგვიანდა.

მთავარი თემები