19:35 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
სასამართლო

საქართველოს პარლამენტის დეპუტატთან დაკავშირებულმა კომპანიამ სასამართლო დავა წააგო

public domain
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
2802

„პატრიოტთა ალიანსიდან“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გელა მიქაძე მრავალმილიონიან საქმეში ფიგურირებს.

თბილისი, 18 ივნისი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქართველოს პარლამენტის დეპუტატ გელა მიქაძესთან დაკავშირებულ კომპანია Georgia golf and resort-ს კომპანია RAKIA Georgia-თვის 5 ათასი ლარის გადახდა და მიწის დიდი ნაკვეთის დაბრუნება დააკისრა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საუბარი მიდის 2007 წელს სოფელ მუხროვანში 951 ჰექტარი მიწის ნაკვეთის შეძენას. ტელეკომპანიის მონაცემებით, მიქაძემ RAKIA Georgia-ს სახელით, რომელსაც ის ედგა სათავეში, თავისი პარტნიორებისგან  აღნიშნული მიწა 27,2 მლნ ლარად შეიძინა, რაც ათჯერ აღემატებოდა მიწის რეალურ ღირებულებას.

2012 წლის ივლისში მიქაძემ მიწის ნაკვეთი 2 მლნ ლარად კომპანია Georgia golf and resort-ს მიჰყიდა, რომლის რეალური მფლობელიც თავად იყო. ამის შემდეგ მან ამ კომპანიაში თავისი წილის 2/3 თანამზრახველს, ჰატერ მასაადსა და ალ სადექს 2 აშშ დოლარად მიჰყიდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის დავების — ბიზნეს-დავები — დიდი ისტორია  საქართველოს სასამართლოს არ აქვს, მაგალითად, როგორც ინგლისს, მე  RAKIA-ს ვთავაზობ დავის ინგლისის საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოში გადატანას და აი, იქ მიღებული გადაწყვეტილება ყველასთვის იქნება უზენაესი… ეს აბსურდია.

განსხვავებით RAKIA-სგან, მე შავ პიარს არ ვეწევი და არ მივმართავ ტყუილსა და  ცილისწამებას“, — განაცხადა მიქაძემ Rustavi2-თან ინტერვიუში.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ეს უკვე მეორე სასამართლო გადაწყვეტილებაა მიქაძესთან დაკავშირებით, რომელიც ოპოზიციური ბლოკ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრია.

მაისში არაბთა გაერთიანებული საამიროების სასამართლომ მიქაძე 17,2 მლნ აშშ დოლარის მითვისებაში ბრალდებულად ცნო და მას დაუსწრებლად 15 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

საუბარია 2010-2011 წლებში ერთობლივი წარმოების შექმნის შესახებ ხელშეკრულებაზე, რომელიც გაფორმდა ფოთის პორტს, რომლის მფლობელი მაშინ კომპანია RAKIA იყო, და კომპანია Raystar-ს შორის, შემდეგ კი მის გაუქმებაზე. მიქაძე კომპანია RAKIA Georgia-ს ხელმძღვანელი იყო.

ბრალდებულად აღიარეს ასევე არაბული კომპანია RAKIA-ს ხელმძღვანელი ჰატერ მასაადი და გიორგი ჯანაშია, რომელიც RAKIA Georgia-ში მაღალ თანამდებობას იკავებდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიქაძეს დაეკისრა 12,8 მილიონი აშშ დოლარის დაბრუნება, ხოლო ჯანაშიას — 4,4 მილიონი აშშ დოლარის.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში 15-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.

მთავარი თემები