თბილისში ქიმიური და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა-რეაგირებაზე სწავლება ჩატარდა

© facebook.com/miaofgeo საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლება „„ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და მათზე რეაგირება“
სწავლება „„ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და მათზე რეაგირება“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტრენინგს ამერიკელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული ინსტრუქტორები უძღვებოდნენ შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების ბაზაზე, ამავე დეპარტამენტისა და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ერთობლივი სასწავლო კურსი „ქიმიური, ბიოლოგიური და რადიაციული საფრთხეების აღმოჩენა და მათზე რეაგირება“ დასრულდა, იუწყება საქართველოს შს სამინისტროს პრესსამსახური.

სწავლება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ჩატარდა.

„ტრენინგის ფარგლებში, შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ დაგეგმილი სცენარის მიხედვით, უკანონო ლაბორატორიების აღმოჩენისა და მათზე ტაქტიკური შტურმის ოპერაციებში მიიღეს მონაწილეობა“, — ნათქვამია პრესსამსახურის ვებგვერდზე.

გარდა ზემოთ ნათქვამისა, ასევე მოეწყო დეკონტამინაციის ზონა და სპეციალური დეტექტორების საშუალებით განხორციელდა სწავლებისათვის შექმნილი ლაბორატორიების შემოწმება.

ტრენინგს ამერიკელი სპეციალისტების მიერ გადამზადებული ინსტრუქტორები უძღვებოდნენ  შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან.

მონაწილეთა მიერ შესრულებული სამუშაოები დამკვირვებელთა ჯგუფმა და ამერიკელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0