საქართველოს მოსახლეობამ 2017 წლის 1 იანვრისთვის 3,718 მლნ შეადგინა

© Sputnik / Alexander Imedashviliთბილისელები მშვიდობის ხიდზე
თბილისელები მშვიდობის ხიდზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 3,7 მილიონი ადამიანიდან 1,114 მლნ თბილისში ცხოვრობს.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ ქვეყნის ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე 2017 წლის 1 იანვრისთვის 3,718 მლნ ადამიანი შეადგინა, ნათქვამია საქსტატის მონაცემებში.

უწყების ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი 0,1%-ით ნაკლებია 2016 წლის 1 იანვრის მაჩვენებელზე.

ია გოგნაძე - Sputnik საქართველო
ია გოგნაძე: განქორწინების ინიციატორები ხშირად ქალები არიან

საქსტატი მოსახლეობის შემცირებას იმით ხსნის, რომ ერთი წლის განმავლობაში ემიგრანტების რაოდენობამ 2,4%-ით მოიმატა და 98,3 ათასი ადამიანი შეადგინა.

ამის პარალელურად წლის განმავლობაში შემცირდა საქართველოში დაბრუნებულთა რაოდენობაც 2,5%-ით და 90,2 ათასი კაცი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 52,1%-ს ქალები, ხოლო 47,9%-ს მამაკაცები შეადგენენ. იმავდროულად 0-14 და 15-64 წლის ასაკობრივ ჯგუფებში მამაკაცები ქალებს ჭარბობენ.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 3,7 მილიონი ადამიანიდან 1,114 მლნ თბილისში ცხოვრობს. მოსახლეობის რაოდენობით მეორე ადგილზეა იმერეთის რეგიონი 529,7 ათასი მოსახლით.

ყველაზე ნაკლებად დასახლებული რეგიონია რაჭა-ლეჩხუმი, სადაც 31 ათასი მოსახლეა აღრიცხული.

ყველა ახალი ამბავი
0