რეგიონში პრესის თავისუფლების ინდექსით საქართველო ლიდერობს

© photo: Sputnik / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშიფოტოგრაფი
ფოტოგრაფი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წელს პრესის თავისუფლების ხარისხით, საქართველო ყველა მეზობელ ქვეყანას უსწრებს.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო უფლებათადამცველი ორგანიზაციის — „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ანგარიშის თანახმად, 2017 წელს, პრესის თავისუფლების რეიტინგში, საქართველომ 180 ქვეყანას შორის 64-ე ადგილი დაიკავა, რითაც რეგიონში ლიდერობა შეინარჩუნა.

ამრიგად, საქართველოს პოზიცია 2016 წლიდან არ შეცვლილა. 

„ბოლო წელს ჩატარებულმა რეფორმებმა გააუმჯობესეს მედია გარემო საქართველოში… ჟურნალისტების მიმართ ძალადობას უფრო იშვიათად აქვს ადგილი, თუმცა ხშირად შემოდის საჩივრები მუქარის შესახებ. ამასთან მედია ძალიან პოლარიზებული რჩება“, — ნათქვამია ანგარიშში. 

პანორამა თბილისი - ძველი ქალაქი - Sputnik საქართველო
საქართველომ მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში 29-ე ადგილი დაიკავა

თავისუფლების ინდექსით პირველ ადგილზეა ნორვეგია. ლიდერების სამეულში ასევე შევიდნენ შვედეთი და ფინეთი. ყველაზე ცუდი მაჩვენებლები აქვს ჩრდილოეთ კორეას (180 ადგილი). ერიტრეას (179 ადგილი) და თურქმენეთს (178 ადგილი).

რაც შეეხება საქართველოს უახლოეს მეზობლებს, სომხეთმა თავისუფლების ინდექსით 79-ე ადგილი დაიკავა, რუსეთმა — 148-ე, თურქეთმა — 155-ე, აზერბაიჯანმა — 162-ე. 

პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსი (Worldwide Press Freedom Index) ყოველწლიური კვლევაა და თან სდევს მსოფლიოს ქვეყნებში პრესის თავისუფლების მდგომარეობის რეიტინგს.


ყველა ახალი ამბავი
0