ჩინეთი ქართველი მეცნიერების კვლევებს დააფინანსებს

© REUTERS / Carlos Barriaშანხაი
შანხაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პეკინში შეიქმნება კომიტეტი, რომელიც „აბრეშუმის გზის“ ქვეყნების მეცნიერების პროექტების განხორციელებას შეუწყობს ხელს.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მზადაა, აბრეშუმის გზის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს კვლევითი ჯგუფები  დააფინანსოს, ნათქვამია განათლების სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში. 

ყველაზე საინტერესო პროექტებს ჩინური მხარე საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდთან ერთად შეარჩევს.

ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდი ბუნებისმეტყველების, ინჟინერიისა და ჯანდაცვის სფეროში ეფექტური საერთაშორისო საინფორმაციო პლატფორმის შექმნას აპირებს, რომლის დახმარებით შესაძლებელი გახდება განათლების სფეროში სიახლეების გაცვლა-გამოცვლა.

ამ ინიციატივის განსახორციელებლად  ქალაქ პეკინში 2017 წლის 2-4 ივლისს გაიმართება სიმპოზიუმი, რომელშიც მონაწილეობენ მიიღებენ საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციები და ფონდები, მათ შორის შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

ExpoGeorgia - Sputnik საქართველო
თბილისში განათლების საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნება სამოქმედო გეგმის განმახორციელებელი კომიტეტი. კომიტეტის წევრები განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, შეაფასებენ კვლევითი ჯგუფების მიერ წარმოდგენილ განაცხადებს, შეარჩევენ საუკეთესო კანდიდატებს მათი სამომავლო აკადემიური განვითარების ხელშეწყობისათვის.

განათლების სამინისტროში ორშაბათს ჩინეთის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დელეგაციასთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც ამჟამად თბილისში იმყოფება.

ქართველი მეცნიერების დაფინანსებისა და პეკინის სიმპოზიუმში საქართველოს მხარის მონაწილეობის საკითხის გარდა, მხარეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა აბრეშუმის გზის ქვეყნებში მეცნიერებისა და ტექნიკის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება, ერთობლივი ფუნდამენტური კვლევების განვითარებისთვის ურთიერთქმედება, აკადემიური გაცვლითი პროგრამების შექმნა და მეცნიერთა მობილობის ხელშეწყობა.

ეს ის ძირითადი მიმართულებებია, რომლებსაც ჩინეთის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფონდის მიერ შემუშავებული პროგრამის „მეცნიერება-ნიჭი-მომავალი (Science – Talent-Future)” სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0