აღდგომის დღესასწაული ავღანეთში მყოფმა ქართველმა სამხედროებმაც აღნიშნეს

© Photo: Courtesy of Ministry of Defence of Georgiaაღდგომის დღესასწაული ავღანეთის ქართულ მისიაში
აღდგომის დღესასწაული ავღანეთის ქართულ მისიაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სააღდგომო მზადება ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა კაპელანებთან ერთად წითელ პარასკევს დაიწყეს.

თბილისი, 16 აპრილი — Sputnik. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში აღნიშნეს, იუწყება თავდაცვის სამინსიტროს პრესსამსახური.

საზეიმო ლიტურგია ქართული ქვედანაყოფების კაპელანებმა, მამა დავითმა და მამა ზაზამ აღავლინეს.

„სააღდგომო ღვთისმსახურებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე და III ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონების პირად შემადგენლობასთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებული სხვადასხვა ეროვნების მარლთმადიდებლური აღმსარებლობის სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ“, — ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში.

სააღდგომო მზადება ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა კაპელანებთან ერთად წითელ პარასკევს დაიწყეს. მათ კვერცხები წითლად შეღებეს და საქართველოდან ჩატანილი ნაძვისა და ბზის ნერგები წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოს ტერიტორიაზე დარგეს.

ყველა ახალი ამბავი
0