ციანიდის საქმე: დეკანოზმა გიორგი მამალაძემ შიმშილობა დაიწყო

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშისაკანი
საკანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წინასწარ პატიმრობაში მყოფი სასულიერო პირი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან შეხვედრას ითხოვს.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელსაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად, მეორე დღეა შიმშილობს, განაცხადა სასულიერო პირის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა ტელეკომპანია Rustavi2-ის ეთერში. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
სასამართლომ დეკანოზი გიორგი მამალაძე პატიმრობაში დატოვა

დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. სამართალდამცველებმა დეკანოზის ბარგში ნატრიუმის ციანიდი, ხოლო სახლში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღი და ექვსი ვაზნა იპოვეს.

4 აპრილის დილიდან, მან საკვების მიღებაზე უარი თქვა. მისი მოთხოვნაა, რომ შეხვედრა მოხდეს პატრიარქთან და წმინდა სინოდის წევრებთან. ამ შიმშილობის თაობაზე ოფიციალურად არის დაფიქსირებული შეტყობინება, დღეს რომ ვინახულე მამა გიორგი, დაწესებულების ხელმძღვანელმა დამახვედრა და გადმომცა, სადაც მითითებულია, რომ მან განაცხადა ოფიციალურად შიმშილობა", — განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

გარდა ამისა, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა ინფორმაციის გაუთქმელობის დოკუმენტის გაუქმების თხოვნით, რომელსაც მათ სასულიერო პირის ინტერესების დაცვის დაწყებისთანავე მოაწერეს ხელი, საქართველოს პროკურატურას უკვე მეორედ მიმართეს. იურისტები მიიჩნევენ, რომ ამ დოკუმენტის გამო ისინი პროკურატურასთან არათანაბარ პირობებში იმყოფებიან. გამომძიებლებს საქმის დეტალის გასაჯაროვება შეუძლიათ, ადვოკატებს კი არა, რაც შეჯიბრებითობის პრინციპის დარღვევაა.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პროკურატურა მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, ისინი სარჩელს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში შეიტანენ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არაერთი ევროპული კონვენციიდან, ადგილობრივი კანონმდებლობიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოდან მივიღებთ დადებით პასუხს და მოგვეცემა საშუალება დაცვის მხარეს, რათა მოვახდინოთ სრულად და ობიექტურად მამა გიორგი მამალაძის უფლებების დაცვა და არ იყოს ისეთი ცალმხრივი კარში თამაში, არა მარტო საზოგადოების თვალში და საზოგადოებასთან მიმართებაში, არამედ სასამართლო პროცესებზეც", — განაცხადა დეკანოზის მეორე ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.

მამალაძის საქმეზე პირველი წინასწარი მოსმენა  თბილისის საქალაქო სასამართლოში 5 მაისს ჩატარდება. 

საპატრიარქო - Sputnik საქართველო
დეკანოზი გიორგი მამალაძე მეორედ დაკითხეს: ახალი დეტალები

იმ დროს, როდესაც დეკანოზი დააკავეს, გერმანიაში სამკურნალოდ იმყოფებოდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. გერმანიაში ასევე იმყოფებოდნენ პატრიარქთან დაახლოებული პირები, მათ შორის, თეთრუაშვილი.

თუ ვისი მკვლელობა იგეგმებოდა, საზოგადოებაში ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრება მუსირებდა. გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, პროკურატურა საქმის დეტალებს გარკვეული პერიოდის განმავლობაში არ ასაჯაროვებდა და ამის გაკეთება დაცვის მხარესაც აუკრძალა. მოგვიანებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ საქმის მასალების ნაწილი გაასაჯაროვა, მათ შორის, ფარული ვიდეოჩანაწერები, რომლებშიც კარგად ჩანს, თუ როგორ ეკონტაქტება გიორგი მამალაძე ჟურნალისტ ირაკლი მამალაძეს და როგორ თხოვს მას ციანიდს.

პატიმრობაში მყოფი დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

ყველა ახალი ამბავი
0