22:47 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
ოჯახური ძალადობა

საია ოჯახურ ძალადობაზე სასამართლოების გადაწყვეტილებებით უკმაყოფილოა

© Sputnik / Alexander Imedashvili
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
3501

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგი ჩაატარა და დაადგინა, რომ მოსამართლეებს ოჯახურ ძალადობაში ბრალდებულთათვის საკმარისად მკაცრი სასჯელი არ გამოაქვთ.

თბილისი, 27 მარტი — Sputnik. საქართველოში მოსამართლეებს არაადეკვატურად მსუბუქი განაჩენი გამოაქვთ საქმეებზე, რომლებიც ოჯახურ ძალადობასა და ქალის მიმართ ძალადობას ეხება, აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციასაქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" (საია) მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით მოამზადა.

კვლევაოჯახში ძალადობა, ოჯახური დანაშაული და ქალთა მიმართ ძალადობა" მოიცავს 2016 წლის აგვისტოდან 2017 წლის იანვრის ჩათვლით პერიოდს და ეყრდნობა მონიტორინგის შედეგებს სისხლის სამართლის საქმეებისა, რომლებიც განიხილებოდა თბილისის, ბათუმის, გორისა და თელავის სასამართლოებში და ბათუმისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოებში.

კვლევამ აჩვენა, რომ პროკურატურისა და სასამართლო ორგანოებისათვის გენდერული ნიშნით მოტივირებული დანაშაულების გამოკვლევა და შეფასება კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევაა", — აღნიშნულია დოკუმენტში.

მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ მიუხედავად საქმეში არსებული გენდერული დისკრიმინაციის მოტივის მიმანიშნებელი გარემოებებისა, პროკურორებისა და მოსამართლეების ანალიზი ამ კუთხით მსჯელობას არ მოიცავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემების თანახმად, მხოლოდ 2017 წელს ქვეყანაში ოჯახური ძალადობის 185 შემთხვევა გამოვლინდა. აქედან, სამართლებრივი დევნა 120 შემთხევაში დაიწყო.

2014 წლიდან ოჯახური ძალადობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცალკე მუხლად შევიდა. ეს ამა თუ იმ საქმის განხილვისას დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.

საქართველოს ხელისუფლებამ კანონმდებლობის გამკაცრება ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე მკვლელობების ტალღის შემდეგ გადაწყვიტა. 2014 წელს ოჯახური გარჩევების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა.

მთავარი თემები