მარიხუანა - გზა ნარკომანობისკენ საქართველოში

© AP Photo / Brennan Linsleyმარიხუანის პლანტაცია ლოს-სუენოში
მარიხუანის პლანტაცია ლოს-სუენოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კვლევამ აჩვენა, რომ მარიხუანა რეგიონებში რესპონდენტთა (ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრდებული პირები) 80,2%-ისთვის და თბილისში 63,6%-ისთვის პირველი ნარკოტიკი იყო.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. საქართველოში გამოკითხულთა 79,2%-ისთვის პირველი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მათ გასინჯეს, მარიხუანა იყო. გამოიკითხნენ პრობაციონერები — ნარკოდანაშაულისთვის პირობითი მსჯავრდებული პირები. ამის შესახებ აღნიშნულია ქვეყნის მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კვლევაში.

რესპონდენტთა 11%-ისთვის პირველი ნარკოტიკი იყო ოპიუმი, 7,2%-ისთვის — მორფინი, 2%-ისთვის — ბუპრენორფინი (სუბუტექსი), 1%-ისთვის — მეტამფეტამინი. 1 პროცენტზე ნაკლებია მათი რაოდენობა, ვინც პირველ ჯერზე გასინჯა ჰაშიში, მეტადონი, ნარკოტიკების დეზომორფინის ჯგუფი, MDMA "ექსტაზი", ამფეტამინი, კოკაინი, კოდეინი და ფსიქოაქტიური ნივთიერება "ბიო".

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველოში 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შენახვა დასჯადი აღარ იქნება

მარიხუანა პირველი ნარკოტიკი აღმოჩნდა რეგიონებში რესპონდენტთა 80,2%-ისთვის და თბილისში — 63,6%-ისთვის.

გამოკითხული პრობაციონერების უმეტესმა ნაწილმა, რომელთათვის მარიხუანა პირველი ნარკოტიკი იყო, განაცხადეს, რომ მეორე ნარკოტიკი გახდა ოპიუმი (36%). ჰეროინი მეორე ნარკოტიკი იყო რესპონდენტების 19,3%-ისთვის, ბუპრენორფინი — 9,3%, მეტამფეტამინი — 8,7%, "ბიო" — 5,3%, MDMA — 5%, მორფინი — 4,6%, ამფეტამინი — 3,9%, ჰაშიში — 3,1%-ისთვის, შემდეგ მოდის კოკაინი, კოდეინი და მეტადონი.

რაც შეეხება ნარკოტიკს, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებენ, გამოკითხულთა 23%-მა განაცხადა, რომ ესაა მარიხუანა, 12,2%-მა — ოპიუმი, 11,2%-მა — ჰეროინი, 9,9%-მა — ბუპრენორფინი, 6,7%-მა — მორფინი, 5,9%-მა — ჰაშიში. შემდეგ მოდის სხვა ნარკოტიკული საშუალებები.

ამასთან, გამპოკითხული პრობაციონერების ნახევარზე მეტი (59,8%) აცხადებს, რომ არასდროს განუცდია ნარკოტიკული შიმშილი, ე. წ. ლომკა.

გარდა ამისა, გამოკითხულთა 81%-მა განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება პირველ ჯერზე ადვილად იშოვა. ამასთან, რესპონდენტების 91,7% ამტკიცებს, რომ ნარკოტიკის შოვნა თბილისში უფრო ადვილია, 87% კი ამბობს, რომ ეს უფრო ადვილი რეგიონებშია.

აქცია მარიხუანის დეკრიმინალიზაციის მოთხოვნით - Sputnik საქართველო
მარიხუანა სკოლის მოსწავლეების 11%-ს აქვს გასინჯული

პრობაციონერების უმრავლესობამ (75,6%) განაცხადა, რომ პირველად ნარკოტიკისთვის ფული არ გადაუხდია.

გამოკითხულთა 81,7%-ის თქმით, პირველად ნარკოტიკის მიღებისას მათ იცოდნენ, რომ ეს უკანონოა. ამას გარდა, 66,8%-მა იცოდა, რომ ნარკოტიკი მიჩვევას იწვევს, ხოლო 67%-მა იცოდა, რომ ნარკოტიკი ჯანმრთელობისთვის მავნებელია.

გამოკითხულთა 32,9%-მა ნარკოტიკი ცნობისმოყვარეობის გამო გასინჯა, 22,5%-მა — გართობის მიზნით. 9,8% პრობაციონერებისთვის ნარკოტიკის პირველი მიღება დაკავშირებული იყო დეპრესიის დაძლევასთან და ნეგატიური შეგრძნებების ნეიტრალიზებასთან, პრობაციონერების 7,7%-მა გადაწყვიტა ავტორიტეტული თანატოლებისთვის მიბაძვა. 7,1%-ს სურვილი ჰქონდა, ადგილი დაემკვიდრებინა მეგობრების წრეში, ხოლო 6,9%-ს ძლიერი ემოციების შეგრძნება სურდა.

გამოკითხულთა 6,2%-ისთვის ნარკოტიკის პირველი მოხმარების მოტივი ცხოვრების დაძაბული რიტმი გახდა, ხოლო 3,9%-მა ნარკოტიკი გარშემომყოფთათვის პროტესტის გამოხატვის მიზნით მიიღო. გამოკითხულთა 2,6%-ისთვის ნარკოტიკის პირველად მიღების მოტივი ჯანმრთელობის მდგომარეობა გახდა, 0,2%-ს ემუქრებოდნენ, ხოლო 0,1%-მა ნარკოტიკი პირველად ალკოჰოლის მიღების შემდეგ მიიღო.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველო და ნარკოტიკები: ბრძოლა თუ ლეგალიზაცია

ნარკოტიკები პირველად ქუჩაში გასინჯა გამოკითხულთა 49,7%-მა, 14,9%-მა — დასვენების დროს კურორტზე, 11,5%-მა — საკუთარ სახლში, 8,4%-მა — მეგობრის სახლში, 6%-მა — კლუბში ან სხვა გასართობ ადგილას. საზღვარგარეთ ნარკოტიკი გასინჯა პრობაციონერების 4,2%-მა, სკოლაში ან უნივერსიტეტში — 2,5%-მა.

გამოკითხულთა ნახევარზე მეტმა (54,8%) ნარკოტიკი პირველად მიიღო მეგობართან ერთად, 23,2%-მა — მარტომ, 10,5%-მა — მეზობელთან ერთად, 9,7%-მა — უცნობ ადამიანთან ერთად, 1,7%-მა — ნათესავთან, ოჯახის წევრთან ერთად.

პრობაციონერთა შორის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების გამომწვევი ტენდენციების კვლევა მოამზადა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად. კვლევაში მონაწილეობდა 1 163 პრობაციონერი, მათ შორის არიან დედაქალაქისა და რეგიონების მცხოვრებლები. ისინი ყველა გასამართლებულია სსკ-ის მუხლით "პირადი მოხმარებისთვის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადება, შეძენა, შენახვა ან ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონოდ მოხმარება".

ყველა ახალი ამბავი
0