საქართველო წყალდიდობის გამო ადამიანების დაღუპვასთან დაკავშირებით პერუს უსამძიმრებს

© AFP 2024 / Cris Bouroncleწყალდიდობის შედეგები პერუში
წყალდიდობის შედეგები პერუში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერმა წვიმებმა შაბათს პერუს რიგ პროვინციებში წყალდიდობა გამოიწვია, რასაც 75 ადამიანის დაიღუპვა და დიდი ნგრევა მოჰყვა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს პერუში დამანგრეველი წყალდიდობის გამო, რომელმაც ათეულობით ადამიანის დაღუპვა გამოიწვია.

წყალდიდობამ, რომელიც ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია, 18 მარტს დააზიანა 12 ათასი საცხოვრებელი სახლი, 25 სკოლა და ჯანდაცვის რვა ობიექტი, ასევე გზის 2000 კილომეტრი მონაკვეთი და თითქმის ცხრა ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი. ბოლო მონაცემებით, ტრაგედიას შეეწირა 75 ადამიანი, ასეულობით დაშავებულია, 20 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაიკარგა.

ხუან მანუელ კარასკალ გარსია - Sputnik საქართველო
პერუდან საქართველოში მთელი მსოფლიოს გავლით

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მომხდართან დაკავშირებით და თანაგრძნობას უცხადებს პერუს მთავრობასა და დაღუპულთა ოჯახებს", — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.

პერუს ხელისუფლება ამ წყალდიდობას ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძლავრს უწოდებს. მისი გამომწვევი მიზეზი გახდა წყნარ ოკეანეში კლიმატური ფენომენი "ელ-ნინიო".

პერუს პრეზიდენტმა პედრო კუჩინსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანაში სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით დაახლოებით 766 მილიონი აშშ დოლარი სასწრაფოდ გამოიყო.

ყველა ახალი ამბავი
0