ქართველი მხატვრების თანამედროვე შემოქმედებას ნიუ-იორკში გაეცნობიან

© AFP 2024 / Eduardo Munoz Alvarezნიუ-იორკი
ნიუ-იორკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი მხატვრების ლადო ფოჩხუას, ლევან მინდიაშვილისა და თამარ კვესიტაძის ნამუშევრები ნიუ-იორკში მარტში გამოიფინება.

თბილისი, 24 თებერვალი – Sputnik. სამი ქართველი მხატვრის — ლადო ფოჩხუას, ლევან მინდიაშვილისა და თამარ კვესიტაძის თანამდეროვე შემოქმედება წარმოდგენილი იქნება თანამდროვე ხელოვნების ბაზრობაზე VOLTA NY, რომელიც ნიუ-იორკში 2017 წლის 1–5 მარტს გაიმართება.

VOLTA NY — ორიგინალური ბაზრობის VOLTA–ს ამერიკული ვარიანტია, რომელიც 2005 წელს ბაზელში სამმა არტ–დილერმა დააარსა როგორც „გალერეების ბაზრობა გალერეებისათვის“, სადაც თითოეული გალერეა მხოლოდ ერთ მხატვარს წარმოადგენს. წელს VOLTA NY ათი წლის იუბილეს აღნიშნავს.

ქართველ მხატვარ ლადო ფოჩხუას ნიუ-იორკში თბილისის გალერეა Project ArtBeat წარადგენს. სამი წლის წინ შექმნილი გალერეა საერთაშორისო არენაზე საქართველოსა და კავკასიის თანამედროვე ხელოვანების ნამუშევრების პიარით არის დაკავებული.

ანდრო ვეკუას ნამუშევრები - Sputnik საქართველო
ნიუ-იორკში ქართველი მხატვრის გამოფენა გაიმართება

ფოჩხუა დაიბადა სოხუმში, ცხოვრობს ნიუ-იორკში. დაამთავრა კულტურის სოხუმის სახელმწიფო სასწავლებელი და თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა საქართველოში, რუსეთში, აზერბაიჯანში, უნგრეთსა და შეერთებულ შტატებში.

მხატვარ ლევან მინდიაშვილს ნიუ-იორკის გალერეა The Lodge წარადგენს. ლევანი 1979 წელს თბილისში დაიბადა. მუშაობს და ცხოვრობს ნიუ-იორკში. სისტემატურად მონაწილეობს თანამდეროვე ხელოვნების სხვადასხვა ფესტივალებსა და გამოფენებში აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ესტონეთში, უკრაინასა და საქართველოში. სხვადასხვა წლებში მინდიაშვილის პერსონალური გამოფენები იმართებოდა ნიუ–იორკში, კიოლნში, ბუენოს–აირესში და თბილისში.

ქართველ მხატვარ, სკულპტორ და არქიტექტორ თამარ კვესიტაძეს გერმანელ მხატვარ ტინა შვარცთან ერთად ბაზრობაზე ბერლინის გალერეა Kornfeld–ი წარადგენს. კვესიტაძე დაიბადა თბილისში, პროფესიით არქიტექტორია.

საქართველოში ცნობილია ბათუმში შექმნილი „ალი და ნინოს“ მოძრავი ქანდაკებით, ასევე თოჯინების შექმნის ოსტატობით.

ქართველ მხატვრებთან ერთად VOLTA NY–ზე წარმოდგენილი იქნებიან მხატვრები სხვა ქვეყნებიდან: აშშ, ჩინეთი, აფრიკა, მექსიკა, ბრაზილია, კანადა, იაპონია, კორეა, მალაიზია, ისრაელი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ავსტრია, ნიდერლანდები, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, შვედეთი, დანია, ბელგია, რუმინეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი და ლიტვა.

ყველა ახალი ამბავი
0