ტყვედ ჩავარდნილი ქართველი მფრინავის სანაცვლოდ 1 მლნ დოლარს ითხოვენ

© photo: Sputnik / М. Ганкин / გადასვლა მედიაბანკშიკონგოს ჯუნგლები
კონგოს ჯუნგლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
კონგოელმა მეამბოხეებმა ოსურაულის ვერტმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს და ახლა გამოსასყიდის სახით 1 მლნ დოლარს ითხოვენ.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ქართველი სამხედრო მფრინავი სოსო ოსურაული კონგოელმა მეამბოხეებმა აიყვანეს ტყვედ და მის გათავისუფლებაში 1 მლნ დოლარს ითხოვენ, წერს გადამდგარი პოლკოვნიკი დავით მაყიშვილი საკუთარ ფეისბუქ-გვერდზე.

„დაეხმარეთ თავდაცვის სამინისტროს თადარიგის პოლკოვნიკს, სამხდრო მფრინავ სოსო ოსურაულს, უზრუნველყავით მისი უსაფრთხოება და სამშობლოში დაბრუნება რომელიც კონგოში ტყვედ აიყვანეს ამბოხებულებმა ვერტმფრენის ჩამოგდების შედეგად“, — მიმართავს საქართველოს მთავრობას მაყიშვილი.


ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში მაყიშვილმა განმარტა, რომ ოსურაული კონგოში ორ წელზე მეტი ხნის წინ წავიდა.

მისი თქმით, კონგოელმა მეამბოხეებმა ოსურაულის ვერტმფრენი 27 იანვარს ჩამოაგდეს და ახლა გამოსასყიდის სახით 1 მლნ დოლარს ითხოვენ.

ტელეკომპანიის ცნობით, არც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და არც საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ინფორმაცია არ გააჩნია.

ყველა ახალი ამბავი
0