როგორ და რა უნდა ვისწავლოთ ბუნებისგან?- ინტერაქტიული გამოფენა-გაკვეთილი

© გოეთეს ინსტიტუტიგოეთეს ინსტიტუტში გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში მიმდინარეობს დიდი ინტერაქტიული გამოფენა სახელწოდებით „ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან“,
გოეთეს ინსტიტუტში გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში მიმდინარეობს დიდი ინტერაქტიული გამოფენა სახელწოდებით „ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან“, - Sputnik საქართველო
გამოწერა
გოეთეს ინსტიტუტში გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლის ფარგლებში მიმდინარეობს დიდი ინტერაქტიული გამოფენა სახელწოდებით „ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან“, რომელიც გერმანიიდან საქართველოში პირველად ჩამოვიდადა ბუნების სტიქიებთან ერთად გარემოსდაცვით საკითხებს აერთიანებს.

მარტივად რომ ავხსნათ, ესაა შემეცნებითი გაკვეთილი, რომელიც მნიშვნელოვან საკითხებს მოსწავლეებისთვის საინტერესო ფორმით წარმოადგენს,

ამ თემაზე სასაუბროდ დავუკავშირდით განათლების სფეროში ურთიერთთანამშრომლობის განყოფილების ასისტენტს, ქალბატონ ქეთი ტიბუას. 

-ქალბატონო ქეთი, რას მოიცავს ამგვარი ინტერაქტიული გამოფენა?

— ამ ღონისძიების ორგანიზატორი იყო გოეთეს ინსტიტუტი, იმიტომ, რომ ორი წლის განმავლობაში 2015-2016 წლები მიმდინარეობდა პროექტი „გავერთიანდეთ მდგრადი მომავლისთვის“. მის ფარგლებში კავკასიის მასშტაბით: საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი, ჩართული იყო არა ერთი სკოლა, რომლებმაც ჩაატარეს და განახორცილეს სხვადასხვა ეკოლოგიური პროექტი. ზოგმა სკოლის ბაღი მოაწყო, ზოგმა პლასტმასის ქილებისგან ქოთნები დაამზადა, რომლებშიც შემდეგ ყვავილები ჩარგეს. ამ პროექტების ბუნებრივ გაგრძელებად ჩავთვალეთ, რომ კარგი იქნებოდა, გაგვემართა გამოფენა, რომელიც ემ თემას, ეკოაზროვნებას ეხება, ამიტომ გადაწყდა გაგვემართა ინტერაქტიული გამოფენა „ეკოაზროვნება — ვისწავლოთ ბუნებისგან“. გამოფენა ოთხ ელემენტს წყალს, ცეცხლს, მიწას და ჰაერს შეიცავს. 

ნიკა მაღრაძე კუნძულზე - Sputnik საქართველო
ქართველი, რომელმაც კარიბის ზღვის კუნძულის ეკოლოგიაზე იზრუნა

- მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს, კონკრეტულად როგორ არის ისინი წარმოდგენილი?

— თითოეული ელემენტისთვის ცალ-ცალკე საგამოფენო პავილიონია გამოყოფილი მოძრავი სტენდების, ფოტოებისა და ილუსტრაციების სახით, რომელზეც ყოველი სტიქიის მნიშვნელობა და სარგებელია ასახული. პავილიონები ვიზუალურად ისეა მოწყობილი, რომ გარედან დადებითი მხარის ამსახველი ფოტოები აქვს, შიდა მხრიდან კი არის ის, თუ რა პრობლემები შეიძლება შეექმნას წყალს. მაგალითად გარედან მითითებულია რამდენი პროცენტია დედამიწაზე წყალი, რამდენია აქედან სასმელი წყალი და რამდენია მლაშე? ვიდეოა მუდმივად ჩართული, სადაც ნაჩვენებია როგორ ბინადრობენ ცოცხალი ორგანიზმები წყალში, როგორ თევზაობენ ადამიანები… შიდა მხრიდან კი ნაჩვენებია თუ რა პრობლემები აქვს წყალს: დაბინძურებული წყალი, ნავთობ ჩაღვრილი ოკეანე და ა.შ.

მდინარე სურამულა - Sputnik საქართველო
მდინარე სურამულას ეკოლოგიური კატასტროფა ემუქრება

- აქ ის ფაქტორიცაა გათვალისწინებული, რომ ყველაფერი ეს გერმანულ ენასთან კავშირშია წარმოდგენილი...

— დიახ, გამოფენისთვის ფაქტობრივად მარტო ეკოაზროვნება, ანუ ეს თემა კი არ იყო, არამედ მნიშვნელოვანი იყო გერმანული ენის სწავლების და ამ თემატიკის შერწყმა. აქ ლაპარაკია ინტეგრირებულ გაკვეთილზე მაგალითად გერმანულისა და ბიოლოგიის გაკვეთილის, ან გერმანულისა და ქიმიის, ინტეგრირებულად ჩატარება. აქედან გამომდინარე, ეს გამოფენა არაჩვეულებრივ საშუალებას იძლევა იმ თვალსაზრისით, რომ მას მოჰყვება საინტერესო სამუშაო მასალა: სხვადასხვა ქვიზები. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გერმანულის ცოდნა, თუმცა ონ-ლაინ თამაშები ქართულადაცაა წარმოდგენილი. ძალიან საინტერესო ქვიზებია, მაგალითად ასეთი: მოგზაურობა დედამიწის გარშემო და ამასთან დაკავშირებული სხვადასხვა ინფორმაციების მოძიება. ამას გარდა მოჰყვება სამუშაო მასალა, ყველას შეიძლია მოვიდეს და დაათვალიეროს სამუშაო მასალა, რაც მათ ამ გამოფენის უკეთ დათვალიერებასა და აღქმაში დაეხმარება.

გოეთეს ინსტიტუტში მიმდინარეობს დიდი ინტერაქტიული გამოფენა სახელწოდებით „ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან“,
 გოეთეს ინსტიტუტში  მიმდინარეობს დიდი ინტერაქტიული გამოფენა სახელწოდებით „ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან“,  - Sputnik საქართველო
გოეთეს ინსტიტუტში მიმდინარეობს დიდი ინტერაქტიული გამოფენა სახელწოდებით „ეკოაზროვნება - ვისწავლოთ ბუნებისგან“,

- აქვე შესაბამის თემატიკაზე შემეცნებითი ხასიათის შეკითხვებიცაა?

— დიახ, მაგალითად არის ასეთი შეკითხვა: რამდენი პროცენტი წყალია ჩვენს სისხლში, მათ უნდა იპოვონ გამოფენის ექსპონატი, სადაც ეს ინფორმაციაა მითითებული. მერე სამი სავარაუდო პასუხიდან სწორი პასუხი შეარჩიონ. ესაა ასეთი ინტერაქტიული გამოფენა. ჩვენ აქამდე არ გვქონდა იმის პრაქტიკა, რაც ახლა მოხდა: გერმანულის მასწავლებელმა ბიოლოგიის მასწავლებელთან ერთად ქილაში პატარა ჰერბარიუმი გააკეთეს და გამოფენაზე ეს ყვავილებიცაა წარმოდგენილი. ჩვენი გამოფენა ნებისმიერი სკოლისთვისაა გახსნილი. უბრალოდ ჩვენ რომ თავი დაგვეზღვია და ბევრი არ მოსულიყო ერთად, ამისთვის გადავწყვიტეთ კლასები წინასწარ ჩაგვეწერა. ანუ გამოფენა ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით იმუშავებს და შესაძლებელი იქნება ხუთი კლასის ერთად მიღება. თითო კლასისთვის დაახლოებით ორ საათს ვვარაუდობთ. ორ-ორი სტუდენტი გვყავს გამოყოფილი ამ კლასებისთვის, ისინი მათ დახვდებიან და მათთან იმუშავებენ. რა თქმა უნდა მათ გერმანული ენის მასწავლებელი უნდა მოჰყვეთ. მიმართულებას კი ჩვენი სტუდენტები მისცემენ, რომლებიც ამ გამოფენის სპეციფიკაში უკვე გაერკვნენ. ეს გამოფენა თავისი მასშტაბით, შინაარსით და ეკოაზრვნებით ერთგვარი პლატფორმაა იმისა, თუ რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა იმისთვის, რომ მდგრადი, დაცული და მშვიდობიანი მომავალი შეიქმნას.

- ქალბატონო ქეთი, როდემდე გასტანს ინტერაქტიული გამოფენა?

— გამოფენა „ეკოაზროვნება — ვისწავლოთ ბუნებისგან“ 16 მარტამდე გასტანს. მერე უკვე ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის პირველ საჯარო სკოლაში გადაინაცვლებს, იქაც ერთი თვე იქნება და შემდეგ თელავში გადავა.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0