ადამიანი, რომელმაც ჯეკ-პოტი მოიგო, თავისი სტუდენტების სწავლას დააფინანსებს

© FB / Georgian Lottery Company LLCთინა გიორგობიანი
თინა გიორგობიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მცხოვრებმა ლოტოში 1,4 მილიონი ლარი მოიგო.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ გიორგობიანი, რომელმაც ლატარიაში 1,4 მლნ ლარი მოიგო, თანხის ნაწილით თავისი სტუდენტების სწავლად დააფინანსებს.

„საქართველოს ლატარიის კომპანიის“ ჯეკ-პოტის რიგით მე-17 გათამაშება 31 იანვარს გაიმართა. ფულადი პრემია მიიღო ასევე იღბლიანი ბილეთის გამყიდველმა ქრისტინა მარტაშვილმა — მას 27,6 ათასი ლარი გადასცეს. კომპანიამ დაარსების დღიდან 100 მილიონ ლარზე მეტი გაათამაშა.

„იყო რამდენიმე მაგისტრანტი, რომელიც დილიდან საღამომდე მუშაობდა, ლექციები კი საღამოს ჰქონდათ ხოლმე, ამიტომ მათთვის ეს ძალიან დამქანცველი იყო… ამიტომ მათ სწავლას ორი წლის განმავლობაში დავაფინანსებ“, — განაცხადა გიორგობიანმა.

თბილისი, კოსტავას ქუჩა - Sputnik საქართველო
„საქართველოს ლატარიის კომპანია“ აუქციონზე გაიყიდება

თსუ-ის პროფესორი ასევე აპირებს, რომ თანხის ნაწილი წიგნების გამოცემაზე დახარჯოს. ის უკვე მრავალი წელია გამოსცემს მონოგრაფიებს, ბერძნულ-ქართულ ლექსიკონებს, სამეცნიერო სტატიებს.

გიორგობიანი მუშაობს თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის კათედრაზე, რომელიც ამჟამად კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტია. მისი კვლევითი ნამუშევრების თემაა ბერძნული ენის ისტორიული გრამატიკა და ქართულ-ბერძნული ენობრივი კავშირები.

ყველა ახალი ამბავი
0