ქართველი მოსწავლეების უპრეცედენტო გამარჯვება ნიუ-იორკში

© Sputnik / Alexander Imedashvili„ბაქსვუდის“ სკოლის მოსწავლეები - გაეროს მოდელირების კონფერენციის საუკეთესო დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპიდან
„ბაქსვუდის“ სკოლის მოსწავლეები - გაეროს მოდელირების კონფერენციის საუკეთესო დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპიდან - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაქსვუდის სკოლის მოსწავლეებს ნიუ იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო გადაეცათ.

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა — თბილისის  მოსწავლეთა დელეგაცია 1-4 თებერვალს ნიუ-იორკში გამართულ გაეროს მოდელირების კონფერენციაზე, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციად აღიარეს.

საერთაშორისო არენაზე ქართველი ბავშვების ამ უპრეცედენტო გამარჯვების შესახებ სოციალურ ქსელ Facebook-ში სკოლის დირექტორმა და დელეგაციის ხელმძღვანელმა არჩილ სუმბაძემ დაწერა.

© FB/Archil Sumbadzeბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის მოსწავლეებს ნიუ იორკში აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო გადაეცათ
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის მოსწავლეებს  ნიუ იორკში აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო გადაეცათ - Sputnik საქართველო
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა - თბილისის მოსწავლეებს ნიუ იორკში აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო დელეგაციის ჯილდო გადაეცათ
კონფერენცია გაეროს ასოციაციების მსოფლიო ფედერაციის მიერ იყო ორგანიზებული და მასში მსოფლიოს 65 ქვეყნის 850-ზე მეტი დელეგატი იღებდა მონაწილეობას. საქართველოს სახელით კონფერენციაში 12 ბაქსვუდელი მოსწავლე მონაწილეობდა. მათ შორის ორმა — რატი ფიფიამ და გიორგი აროშიძემ საუკეთესო დიპლომატის ჯილდოები მიიღეს. ხოლო კიდევ ორმა — ირაკლი სვანიძემ და ლუკა ზედგინიძემ კონფერენციის სამდივნოსგან განსაკუთრებული საჯარო შექება — „Honorable Mention”. 

გილოცავთ სრულიად დამსახურებულ გამარჯვებას! მართლაც ისტორიულ მოვლენას, რადგან გახდით პირველი ქართველი მოსწავლეები, რომელთაც ეს ტიტული ამხელა მასშტაბზე მოიპოვეს. ბედნიერი ვარ, რომ მაქვს პატივი, ვიყო თქვენი დირექტორი და მასწავლებელი! მომავლისკენ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებებია და ამას ვერაფერი დაუდგება წინ!!!  მეამაყებით და მაბედნიერებთ!“, — წერს თავის გვერდზე არჩილ სუმბაძე.

ქართველი ბავშვები თბილისში 8 თებერვალს დაბრუნდებიან.


ყველა ახალი ამბავი
0