კიევის სასამართლომ გიორგი ცერცვაძე გაათავისუფლა

© AFP 2024 / VASILY MAXIMOVკრეშატიკი კიევში
კრეშატიკი კიევში - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის პროკურატურამ მიაღწია საქართველოს შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრის გიორგი ცერცვაძის გათავისუფლებას, რომელიც 15 იანვარს რუსეთის მხარის მოთხოვნით იქნა დაკავებული.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის ყოფილი წევრი გიორგი ცერცვაძე, რომელიც კიევში რუსეთის მოთხოვნით დააკავეს — თავისუფალია. 

„"დიდი მადლობა ყველა იმ ხალხს ვინც მხარს მიჭერდა,"-განუცხადა ცერცვაძემ ტელეკომპანია «რუსთავი 2“-ს, რომელსაც პირდაპირი რეპორტაჟი მიჰყავდა კიევიდან,  ხოლო შეკითხვაზე "რას ედავება რუსული მხარე," მან განაცხადა, რომ არ იცის. 

მანამდე კიევის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატის სარჩელი და ცერცვაძე პატიმრობაში დატოვა. სასამართლო პროცესზე მოსამართლემ განაცხადა, რომ პირველი ინსტანციიდან არ მიუღია დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მისი გათავისუფლება უნდა მომხდარიყო, შესაბამისად პროცესი 3 თებერვლისთვის გადადო, თუმცა მოგვიანებით ბიუროკრატიული დეტალები მოგვარდა და ცერცვაძე გაათავისუფლეს.

გიორგი ცერცვაძის ადვოკატმა ქსენია პროკონოვამ ქართველი ვიცე-პოლკოვნიკის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა, რომ პირველი ეტაპი წარმატებულად დასრულდა, თუმცა კიდევ რამდენიმე ეტაპია დარჩენილი.

„პროკურატურამ ბოლოსდაბოლოს გადაწყვიტა იმის გაკეთება, რაც უნდა გაეკეთებინა რომ არ დაეპატიმრებინა. პირველი ეტაპი გავიარეთ, გათავისუფლება, მეორე ეტაპია გასავლელი რომ არ გადასცენ რუსეთს და შემდეგ უკვე ბრალის მოხსნა რუსეთში,“- განუცხადა ქსენია პროკონოვამ «რუსთავი 2“-ს. 

მისივე თქმით ექსტრადიციის პროცესის შემოწმება გრძელდება და გადაწყვეტილების მისაღებად უკრაინის პროკურატურას 40 დღე აქვს. პროკურატურის ოფიციალური პოზიცია ცნობილია, თუმცა სამართლებრივად ის ჯერ გაფორმებული არ არის. 

მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
კიევის სასამართლომ ცერცვაძე პატიმრობაში დატოვა

ინტერპოლის მიერ ძებნილი გიორგი ცერცვაძე 2017 წლის 15 იანვარს კიევის „ჟულიანის“ აეროპორტში რუსეთის მოთხოვნის საფუძველზე დააკავეს. მას ქალაქ სოჭში 2003 წელს მომხდარ განზრახ მკვლელობასა და მკვლელობის მცდელობაში ედება ბრალი. კიევის სასამართლოს გადაწყვეტილებით მას 40-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

ცერცვაძის დაპატიმრების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ის 1992-1993 წლებში აფხაზეთის ომის, 2008 წლის აგვისტოს ომისა და აღმოსავლეთ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების მონაწილე იყო. მას შემდეგ, რაც უკრაინის პროკურატურამ მიიღო დადასტურება იმისა, რომ ცერცვაძე უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას ნამდვილად იღებდა, მან სასამართლოში პატიმრობიდან მისი გათავისუფლების შუამდგომლობის შეტანა გადაწყვიტა.


ყველა ახალი ამბავი
0