21:18 17 ნოემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე

რუსთაველზე თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო

თბილისის მერია
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საახალწლო ზღაპარი (28)
6410

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ განთავსებული 22 მეტრიანი, თბილისის მთავარ ნაძვის ხის დეკორაციას ახალი ციმციმები და მანათობელი ბურთები დაემატა.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საზეიმოდ აინთო. 

ცენტრალური ნაძვის ხე თოვლის ბაბუამ „მოძრაობის თეატრის“ მსახიობებთან და ბავშვებთან ერთად აანთო.

თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო
თბილისის მერია
თბილისის მთავარი ნაძვის ხე აინთო

22 მეტრი სიმაღლის ნაძვის ხე, რომელიც რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაიდგა, წითელი და ოქროსფერი ბურთებით, ბაფთებითა და ილუმინაციებით არის მორთული. წელს, მთავარი ნაძვის ხე განსხვავებული დიზაინით განათდა, ტრადიციულ დეკორაციას მანათობელი ბურთები და ციმციმები დაემატა.

საახალწლო ღონისძიებები დედაენის ბაღსა და „ახალ ტფილისში“ 25 დეკემბრიდან დაიწყება და 3 იანვრამდე გასტანს. 9 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიება გაიმართება. 25 დეკემბერს კი „საახალწლო ქალაქი“ დედაენის ბაღში, ვახტანგ კახიძის საავტორო პროექტით „საშობაო ზღაპარი“ გაიხსნება. რაც შეეხება საახალწლო გალა კონცერტს, ის ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს, ვარდების მოედანზე გაიმართება.

 

თემები:
საქართველოს საახალწლო ზღაპარი (28)

მთავარი თემები