15:03 26 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
დიდთოვლობა

სომხეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა დაკეტილია

© FB / Департамент автодорог
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
52 0 0

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, სომხეთის საზღვრისკენ მიმავალი ავტომაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი დაკეტილია.

თბილისი, 14 დეკემბერი  — Sputnik. სომხეთ-საქართველოს საზღვრისკენ მიმავალი გზა უამინდობის გამო დაკეტილია, ნათქვამია საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ძლიერი თოვის, ლიპყინულის, შეზღუდული ხილვადობისა და ქარბუქის გამო, ახალციხე-ნინოწმინდის ავტომაგისტრალის 90-112 კმ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გზის დანარჩენ მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალია.

შეზღუდვები მოქმედებს თურქეთის საზღვრისკენ მიმავალ გზაზეც. ახალქალაქი-კარწახის (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის 1-36 კმ მონაკვეთზე  აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ანალოგიური რეჟიმი მოქმედებს თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 138-193 კმ მონაკვეთზე.

მთავარი თემები