15:17 26 მაისი 2017
პირდაპირი ეთერი
გიორგი კვირიკაშვილილ და ვაჰან მარტიროსიანი

საქართველო და სომხეთი ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობას გააღრმავებენ

© FB / Георгий Квирикашвили
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
3810

საქართველოსა და სომხეთის მთავრობები ინფრასტრუქტურისა და საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივი პროექტებით დაინტერესდნენ.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და  სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა ვაჰან მარტიროსიანმა ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრა დღეს საქართველოს სამთავრობო ადმინისტრაციის შენობაში გაიმართა.  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან დაკავშირებულ ინფრასტრუქტურულ საკითხებზე.

„შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე დაესწრნენ“, ნათქვამია მთავრობის მეთაურის პრესსამსახურის განცხადებაში.

საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.

მიმდინარე წლის ნოემბერში სომხეთ-საქართველოს საზღვარზე განახლებული სასაზღვრო-გამშვები პუნქტის „ბაგრატაშენის“ ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. ქართული მხრიდან ამ საზღვარზე მოქალაქეებს საბაჟო-გამშვები პუნქტი „სადახლო“ ემსახურება.

ამ დროისათვის სომხეთთან საზღვარზე ოთხი საბაჟო-გამშვები პუნქტი მოქმედებს: „ნინოწმინდა“, „გუგუთი“, „ახკერპი“ და „სადახლო“.

მთავარი თემები