თბილისში იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს

CC BY-SA 2.0 / houstondwiPhotos mp / Handcuffs and a Carდამნაშავის დაკავება
დამნაშავის დაკავება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულს ERMA WERKE EP 882 მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 12 საბრძოლო ვაზნა აღმოუჩინეს.

თბილისი, 13 დეკემბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში 1982 წელს დაბადებული გ. გ. დააკავეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახური.

ბრალდებული წარსულში ნასამართლევია და ამჟამად პირობით სასჯელს იხდის.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის ბინის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ERMA WERKE EP 882 მოდელის არარეგისტრირებული პისტოლეტი და 12 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს“, – ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში.

დაკავებულმა ჩადენილი დანაშაული უკვე აღიარა.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით, რაც  3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0