14:42 24 ივნისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8597
  • 100 RUB3.8955
  • USD2.4578
ასაკოვანი მამაკაცი

კვირიკაშვილი: საქართველოში 2017 წელს პენსიები არ გაიზრდება

© photo: Sputnik / Александр Имедашвили
საქართველოში
მოკლე ბმულის მიღება
20901

საქართველოში საპენსიო რეფორმა ითვალისწინებს პენსიის ინდექსაციას ინფლაციის დონის შესაბამისად, რამდენადაც პირველი ინდექსაცია 2018 წელს განხორციელდება, მომავალ წელს პენსიის გაზრდა არ იგეგმება.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება 2017 წელს პენსიების მომატებას არ აპირებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი კვირიკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან შეხვედრისას. 

მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება და სამთავრობო პროგრამის წარდგენა პარლამენტში შაბათს გაიმართება. ამისათვის მმართველ პარტია „ქართული ოცნება — დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების უმეტესი რაოდენობა აქვს.

„2017 წელს ჩვენ არ ვაპირებთ პენსიების გაზრდას. 2018 წლიდან, როდესაც ჩვენ ახალ სისტემაზე გადავალთ, ჩვენ პენსიას ინფლაციის იმ მაჩვენებლის შესაბამისობაში მოვიყვანთ, რაც იმ პერიოდისთვის იქნება“, განაცხადა კვირიკაშვილმა.

წარმოდგენილი სამთავრობო პროგრამის თანახმად, უახლოეს ოთხ წელში ახალ მთავრობას საპენსიო სისტემის მთლიანად შეცვლა აქვს დაგეგმილი. კერძო საპენსიო სისტემა შესაძლებლობას მისცემს მოქალაქეს, შექმნას დანაზოგი, რომელიც წლების განმავლობაში დასაქმებულის მიერ გამომუშავებული ხელფასის პირდაპირპროპორციული იქნება. ამასთან, პენსიის დაგროვებაში მონაწილეობას მიიღებენ დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო.

საქართველოში პენსიონერები ყოველთვიურად 180 ლარს ღებულობენ, 2016 წლის ოქტომბრის თვეში  საარსებო მინიმუმი კი 160,1 ლარს შეადგენს.

 

მთავარი თემები